ლოსებმა მონადირეების მოტყუება და იარაღების ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლეს
ლოსებმა მონადირეების მოტყუება და იარაღების ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლეს
ალბერტას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ზრდასრულ მდედრ ლოსებს მონადირის მოტყუება შეუძლიათ. მათ შეიმუშავეს სტრატეგია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამა თუ იმ სანადირო იარაღის დანახვისას. კვლევის დეტალები გამოცემა "PLOS ONE"-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა გამოიკვლიეს ლოსები, რომლებიც კანადის პროვინციაში - ალბერტასა და ბრიტანეთის კოლუმბიაში ბინადრობენ. ბიოლოგებმა  49 მდედრ ლოსს, რომელთა ასაკიც ერთიდან 18 წლამდე იყო, დაუმაგრეს გადამცემები და მომდევნო 6 წლის განმავლობაში  მათ ქმედებებს აკვირდებონენ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ცხოველის ქმედებები რადიკალურად იცვლებოდა.

მაგალითად, 4 წლის ასაკის ლოსები ფრთხილად გადაადგილდებოდნენ, ვიდრე
2 წლისები. დროთა განმავლობაში ახალგაზრდა ცხოველები მშობლების მსგავსად ფრთხილად მოქმედებდნენ: ისინი სანადირო სეზონის დროს ნაკლებად
გადაადგილდებოდნენ და უპირატესობას ხშირ და მაღალ ბალახებს ანიჭებდნენ, ასევე, იმალებოდნენ კლდოვან ადგილებშიც.

9 წლის ასაკის ლოსის დაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

"8-9 წლის ასაკში ლოსი თითქოს "ტყვიაგაუმტარი" ხდება", - წერს კვლევის ავტორი ჰენრიკ ტუფერლი.

მეტიც, ასაკოვან ლოსს შეუძლია, ნადირობის სეზონი გაარჩიოს და მიხვდეს, თუ რომელ იარაღს ატარებს მონადირე: მშვილდს თუ თოფს. თუ მონადირე იყენებს მშვილდს, ლოსი რთულ რელიეფურ ადგილებს ირჩევს, რათა ადამიანებმა მასთან მიახლოება ვერ შეძლონ. თოფის შემთხვევაში კი ცხოველი ერიდება ბილიკებს, სადაც მისი შემჩნევა შესაძლოა, გამარტივდეს.

ასევე იხილეთ:

ბოლო 10 წლის განმავლობაში ვეფხვების პოპულაციამ მოიმატა

მონადირემ დაინახა, თუ როგორ მოყვა მგელი მახეში... იმას, რაც მან შემდეგ გააკეთა, ბევრი ვერ გაბედავდა

ყველაზე მოუხელთებელი მტაცებელი: მისი ხილვა დაკვირვებულ თვალსაც გაუჭირდება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?