სპილო გეიჯრაჯი, რომლის სახელიც ნიშნავს "მეფეს" ან "დიდ ბიჭს", 2 წლის ასაკში მიიყვანეს მახარაჯას ინდურ მონასტერში, სადაც ნახევარ საუკენეზე მეტი მონობაში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მისთვის ჯაჭვები არასოდეს მოუხსნიათ, რის შედეგადაც ფეხებზე აბსცესი გაუჩნდა, ხოლო მოუვლელობით პრაქტიკულად დაბრმავდა.
გეიჯრაჯს ყოველდღიურად ამცირებდნენ და სასტიკად ექცეოდნენ. მას ეშვები მოაჭრეს, რათა საპასუხო აგრესია არ
ამ საცოდავი ცხოველის გარდა, არავინ იცის, რამდენი ტკივილი, ტანჯვა და დამცირება გამოიარა. მისი ცრემლები ამბობენ, რომ მან ძალიან ბევრი რამ გადაიტანა.
სპილოს გადარჩენა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ არა მარტო გეიჯარჯის პატრონი, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც გამოვიდა. 500-მდე ადამიანმა სატვირთო მანქანას, რითაც სპილო გადაჰყავდათ, გზა გადაუღობა და ქვები დაუშინა. პოლიციის დიდი ძალისხმევის შედეგად ცხოველთა დამცველებმა სპილო სამშვიდობოს გაიყვანეს.
მართალია, ცხოველი დღეს უსაფრთხოდაა, მაგრამ წლებს, რომელიც მას თავის ოჯახთან ერთად ველურ ბუნებაში ლაღად უნდა გაეტარებინა, ვეღარავინ დაუბრუნებს.