ამ ცხენმა კარგად იცის, თუ როგორ დაამშვიდოს ბავშვი, რომელიც ტირის
ცხოველთა თერაპია მთელ მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება. სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს არაერთი კვლევა, სადაც ადასტურებენ, რომ შინაურ ბინადართან გაზრდილ ბავშვს ბევრად დადებითი თვისებები და ძლიერი იმუნიტეტიც აქვს.

უდავოა, სიახლეები ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და სხვის ნათქვამს სჯობს თავად გამოვცადოთ. ამ შემთხვევაში, ძირითადად საუბარია ძაღლსა და კატაზე, მაგრამ რას იტყოდით, თუ ერთი ციდა ბავშვი უზარმაზარ ცხოველთან მეგობრობს?

როდესაც შვიდი თვის ბავშვი იწყებს ტირილს, ფერმის ბინადარი ცხენი ყოველთვის მზადაა მის
დასამშვიდებლად. ცხოველი უახლოვდება პატარას საწოლს და მას ფრთხილად არწევს. ბავშვი კი ბედნიერი სახით იყურება და მისი ტირილი ღიმილით იცვლება.

ვიდეოს ავტორი: "იმედია, მშობლებმა იციან, რასაც აკეთებენ, რადგან უზარმაზარმა ცხოველმა
შესაძლოა, ძალები ვერ გათვალოს და უნებლიეთ ბავშვს ზიანი მიაყენოს".

ასევე იხილეთ: 

კატა იცავდა და უყვარდა ბავშვი, სანამ ის დაიბადებოდა. დაბადების შემდეგ კვლავ გვერდიდან არ შორდება მას

ბავშვი და იხვი - განუყრელი მეგობრები

ძაღლები ბავშვებს შიშის დაძლევაში ეხმარებიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?