მთვრალი მექსიკელი ფერმერი თავის ღორთან ჩხუბის მერე დაიღუპა
მთვრალი მექსიკელი ფერმერი თავის ღორთან ჩხუბის მერე დაიღუპა
მექსიკის ქალაქ სან-ლუკას-ოხიტლანის (ოაჰაკას შტატი) მცხოვრები თავის ღორს ეჩხუბა და დაიღუპა.

გამომცემლობა "Metro"-ს ცნობით, 60 წლის ფერმერი მიგელ ანან პაბლო სახლში ნასვამი დაბრუნდა და ერთ-ერთ ღორს თავს დაესხა. ცხოველმა თავდაცვის დროს კაცი წააქცია, რის შემდეგაც ღორმა მას სასქესო ორგანო და მარჯვენა ხელის სამი თითი მოაჭამა.

დაზარალებული მეზობელი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსებმა მას პირველი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ ვერ შეძლეს ნაკბენით მიღებული და გავრცელებული ინფექციის შეჩერება. რამდენიმე დღეში მამაკაცი გარდაიცვალა.

1 ივნისს იტყობინებოდნენ, რომ ჩინეთში, ერთ-ერთ ოჯახს ექვსჯერ მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა
გიგანტური ღორის ხვრინვის გამო.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?