მგლებსა და ძაღლებს თანდაყოლილი სამართლიანობის შეგრძნება გენეტიკურად აქვთ
მგლებსა და ძაღლებს თანდაყოლილი სამართლიანობის შეგრძნება გენეტიკურად აქვთ
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლსა და მგელს სამართლიანობის შეგრძნება გენეტიკურად აქვთ. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ "Current Biology"-ში.

მკვლევარებმა ძაღლებსა და მგლებს ღილაკზე თათის დაჭერა ასწავლეს, რის შემდეგაც მოწყობილობა აქტიურდებოდა და ცხოველებს აჯილდოებდა. მგლებიც და ძაღლებიც წყვილად მუშაობდნენ. შედეგად, თუ ერთი ცხოველი მეტ სასუსნავს იღებდა, ვიდრე მისი მეწყვილე ან საერთოდ  ჯილდოს გარეშე რჩებოდა, ცხოველი, რომელიც სასუსნავს იღებდა რამდენიმე მცდელობის შემდეგ თამაშს აღარ აგრძელებდა.

Zooclub

მსგავსი უსამართლობის დროს, მგლები ძაღლებზე კატეგორიულები აღმოჩნდნენ. მათ შორის მოქმედებდა ხროვის სტატუსიც: რაც უფრო მაღალ რანგში იყო მგელი, მისი
დაჯილდოებული მეწყვილე მით სწრაფად წყვეტდა თამაშს.

Zooclub

სპეციალისტებმა ძაღლებში სამართლიანობის გრძნობა ადრეც აღმოაჩინ
ეს, თუმცა, ვარაუდობდნენ, რომ ეს თვისება ცხოველებს მოშინაურების შემდეგ გაუჩნდათ. ექსპერიმენტის შედეგები აჩვენებს, რომ სამართლიანობის უნარი შინაურ ცხოველებს ადამიანთან შეჩვევამდე ჰქონდათ.

ასევე იხილეთ:

რატომ არის ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარი? სპეციალისტების განმარტება

რატომ "იბანენ" კატები პირს და ძაღლები არა?

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძაღლი მგელზე ფრთხილი ცხოველია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?