რითი იკბინებიან გველები?
რითი იკბინებიან გველები?
გველის გაორებული ავისმომასწავებელი ენა, რომელიც ბევრს სასიკვდილო ნესტარი გონია, აღქმის ერთი ჩვეულებრივი, უწყინარი ორგანოა.

შხამს გველის თავში გამოიმუშავებენ საფეთქელთან არსებული ჯირკვლები, რომლებიც შხამგამტარი არხებით უკავშირდება ზედა ყბიდან ჩამოზრდილ ორ მილისებრ კბილს.

გველის ზოგი სახეობის შხამიანი კბილები 4 სანტიმეტრს აღწევს. ჩვეულებრივ, ისინი ყბაში “ჩაკეცილ” მდგომარეობაშია. ისინი კბენისას სწორდება და წინ იწევა.

შედარებით პრიმიტიულია კობრას შხამიანი კბილის აპარატი. მისი კბილები პირში ღრმად არიან განლაგებული, საშუალო ზომისებია (დაახლოებით 6-7 მმ). ყოველ მათგანს წინა მხარეს აქვს ზოლი - არხის ნაკერი, რომელიც ბოლომდე არ არის შეკრული
და რასაც მოყვება შხამი.

სწრაფად კბენა კობრას არ შეუძლია და ცდილობს, ასე ვთქვათ, დაღეჭოს მსხვერპლი,
რომ გააფართოოს ჭრილობა და იქ მეტი შხამი შეიყვანოს, ამიტომ კბენისთვის მან აუცილებლად წინასწარ უნდა გააღოს პირი.

თუ გველის კბილები ცვდება ან ტყდება, მათ ადგილას ახალი ამოდის. ხან გვხვდება გველები, რომლებსაც განვითარებული აქვს კბილების, როგორც ძირითადი, ისე დამატებითი წყვილი.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?