ზოოპარკში ვეფხვმა ზედამხედველი დაგლიჯა… (+ვიდეო)
ზოოპარკში ვეფხვმა ზედამხედველი დაგლიჯა… (+ვიდეო)
29 მაისს ბრიტანეთის ერთ-ერთ ზოოპარკში ვეფხვი შევიდა ვოლიერში, სადაც ზოოპარკის 33 წლის ზედამხედველი მუშაობდა და წამებში დაგლიჯა.

ტრაგედია მოხდა ჰემერტონის ზოოპარკში, რომელიც ბრიტანეთში, კემბრიჯის საგრაფოში, ქალაქ ჰანტინგდონში მდებარეობს. კატისებრების სპეციალისტი, 33 წლის როზა კინგი ვეფხვების კორპუსში მუშაობდა. ის ერთ-ერთ ვოლიერს ამზადებდა. უეცრად იქ ვეფხვი შევარდა და თავს დაესხა.

კოლეგებმა წამებში მოახდინეს რეაგირება: სანამ ერთი ტრანკვილიზატორს ამზადებდა, დანარჩენები ცდილობდნენ მტაცებლის ყურადღება საკვებად გამზადებულ ხორცის ნაჭრებზე გადაეტანათ, მაგრამ ეს ყველაფერი სავალალოდ დასრულდა. გოგონა ნახევარ წუთში დაიღუპა.

ადგილზე ჩაფრინდა შვეულმფრენი მედიკამენტებით, მივიდა პოლიცია, მოხდა
დამთვალიერებლების ევაკუაცია, ზოოპარკი კი დროებით დაიხურა.

Zooclub
ვეფხვმა ზედამხედველი დაგლიჯა… (+ვიდეო)" width="522" height="346" />

ხელმძღვანელობის ცნობით, ზოოპარკის სტუმრებს არაფერი ემუქრებოდათ. როგორ დააღწია თავი ვეფხვმა თავის ვოლიერს და როგორ აღმოჩნდა მეზობელ ვოლიერში ჯერ არ არის დადგენილი. ძიება გრძელდება.

Zooclub

ზოოპარკის პრაქტიკაში ცხოველის მიერ ადამიანის მიმართ გამოვლენილი აგრესიის შემთხვევაში მიღებულია მისი დაძინება. თუმცა, ამ შემთხვევაში მსოფლიო თანამეგობრობა ჩაერია. ბიოლოგებმა შეახსენეს ხელმძღვანელობას, რომ ვეფხვი თავისი ბუნებრივი ინსტინქტების მიხედვით მოქმედებდა და მისი დასჯა ამის გამო დაუშვებელია. აქვე იმის გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ ცხოველი ტყვეობაში ყავდათ, რაც მას სრულიად რეალიზების საშუალებას არ აძლევდა, სამაგიეროდ ამან სტრესი გამოიწვია.

ისინი, ვინც როზას პირადად იცნობდნენ, აღნიშნავენ, რომ მას ძალიან უყვარდა დიდი კატები და ნამდვილად არ დათანხმდებოდა ერთ-ერთი მათგანის სიკვდილს. საინტერესოა, რომ ველური ცხოველების ზოოპარკში ყოფნის მომხრე იგი თავად იყო. სატელევიზიო ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ ეს საშუალებას იძლევა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ისინი.



იხილეთ ვიდეო
გიორგის
”ადამიანის ხორცს გაუგებს გემოს” - ეს ძაღლებზე ითქმება, ან აფრიკაში მკვლელი დამშეული ვეფხვები რომ ჩნდებიან. აქ არიან ისინი გალიებში! ასე რომ ნება იბოძოს ადამიანმა და თუ ყავს გალიაში - ყურადღებაც მიაქციოს კარებებს და თუ კარი ადამიანს ღია დარჩა და ვეფხვმა დაგლიჯა - აქ ვეფხვის გემოვნება არაფერ შუაშია! ჯერ ერთი ვერ მიხვდნენ როგორ მოხვდა ვეფხვი იმ გალიაში! _ ვისი შეცდომა იქნებოდა? - ადამიანის ხო? ასე რომ იქ დასასჯელი კი არა მთელი იმ დროს იქ მომსახურე პერსონალია დასახსნელი!!!! და არაფერ შუაშია ვეფხვი, თუნდაც ადამიანის გემოგაგებული. ზოოპარკში ყავთ? - ჩაკეტონ მაშინ კარგად! თვითონ ადამიანს შეეშლება რამე და ვეფხვი დაგლეჯს? - ისევ ადამიანს მოეკითხება! მეტს არავის!!!
გიორგი
აქ შურისძიებაზე არარის საუბარი. ცხოველი, რომ ადამიანის ხორცს გაუგებს გემოს გინდ ვეფხვი იყოს გინდ ძაღლი ლიკვიდირებული უნდა იყოს. და საერთოდაც ცხოველი შეიქმნა ადამიანისთვის, და არა ადამიანი ცხოველისთვის. ცხოველი ნებისმიერი წამება და უმიზეზოდ მათი დახოცვა მიუღებელია ჩემთვის! მაგრამ მათი ბუნების შესწავლა და მათი მოვლა პატრონობა ამაში ცუდი რა არის? ვისაც ადამიანის სიცოცხლეს ცხოველის გირჩევნიათ, დამერწმუნეთ თქვენ და რადიკალ ისლამისტებს შორის დიდი სხვაობა არ არი. :)
pepi-s
ძალიან კარგად ახსენი, გეთანხმები 100%-ით !!!
pepi
data tutashxia - გავარტყი შენ სამართალს. მანდ თავისი სურვილით ჩაჯდა ის ვეფხვი? ადამიანებმა შეჩხირეს და დაატყვევეს და ახლა კიდევ უნდა დასაჯონ იმისთვის, რომ ისე იქცევა, როგორც მტაცებელი? ეს მისი ცხოვრებაა. ხელი არ ეხლოთ მაშინ და დაეტოვებინათ ბუნებაში. არავინ სთხოვდა ადამიანს მაგის მანდ ჩაკეტვას. უტვინო და ვიწროშუბლიანი ადამიანისგან განსხვავებით ლაღი ბეფხვი ვერასოდეს მოთვინიერდება! - აი რით გჯობს ის ვეფხვი შენნაირ შეგნებაშეზღუდულს! ველურ ცხოველს ვერასოდეს გატეხავს უსულო ადამიანი!
data tutashxia
არ დასაჯოთ ეს ვეფხვი ..დააჯილდოვეტ და ნობელის პრემიაზე ცარადგინეთ......თუუ თკვენი ევროპელი დ...მე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?