ეს ფოტო სულისშემძვრელი ჩანს, მაგრამ აი, რა ხდება სინამდვილეში
ეს ფოტო  სულისშემძვრელი ჩანს, მაგრამ აი, რა ხდება სინამდვილეში
როდესაც ფოტოხელოვანი ავინაშ ლოდჰი ჯაბალპურში (ინდოეთი) იმყოფებოდა, მისი ჩანაფიქრი მაიმუნების გუნდის საინტერესო კადრების გადაღება და მათი ქცევების კამერაზე აღბეჭდვა იყო.

ლოდჰს რამდენიმე ეფექტური ფოტოს გადაღებაც სურდა, მაგრამ მას არ უფიქრია, რომ ერთ-ერთი კადრი ასეთი შთამბეჭდავი გამოვიდოდა. ფოტო რამდენიმე დღეში ძალიან პოპულარული გახდა. მის შესახებ დაიწერა არაერთი ცრუ ისტორია, რომელთა დასასრულიც ყოველთვის პატარა მაიმუნის სიკვდილი იყო, თუმცა, სიმართლე რადიკალურად განსხვავებულია.

სურათზე ასახულია სულისშემძვრელი ფაქტი, სადაც დედა მაიმუნი თითქოსდა შვილს დასტირის, თუმცა, ლოდჰის თქმით, პატარა არსება ხეზე ცოცვის დროს ჩამოვარდა, ხოლო რამდენიმე
წამში თავისუფლად ადგა და კვლავ ხეზე აძვრა.

Zooclub

ფოტოგრაფმა კადრი რამდენიმე წამში გადაიღო, როდესაც დედა მიწაზე
დავარდნილი პატარას ხელში აყვანას ცდილობდა.

ასევე იხილეთ:

ერთი შეხედვით, ძაღლი კნუტს თითქოს ზიანს აყენებს ...

მაიმუნს ცელცხმოკიდებული შენობიდან ლეკვი გამოყავს

ძროხამ იტირა. მას ეგონა, სასაკლაოზე მიყავდათ, თუმცა…
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?