როგორ იცავს ოჯახი ეზოში მდგარ ურნას დათვებისგან? (+ვიდეო)
როგორ იცავს ოჯახი  ეზოში მდგარ ურნას დათვებისგან? (+ვიდეო)
ბავშვების უმეტესობას ძალიან მოსწონს ცირკში ან სხვადასხვა ღონისძიებაზე კლოუნის ხილვა, თუმცა, ზრდასრულ ასაკში ამ უცნაურ მასხარასთან შეხვედრა უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ალბათ ეს საშინელებათა ფილმების დამსახურებაა, სადაც კლოუნები, ხშირ შემთხვევაში, უარყოფით პერსონაჟებად გვევლინებიან.

მამაკაცისთვის, რომელიც ტყის სიახლოვეს ცხოვრობს, ჩვეულებრივ ამბად იქცა მშიერი დათვის სტუმრობა. დილით ეზოში გამოსულ ოჯახის წევრებს სანაგვე ურნა გადმობრუნებული ხვდებოდათ, ხოლო ნარჩენები - ტერიტორიაზე მიმოფანტული. მსგავსი რამ თითქმის ყოველდღე მეორდებოდა. ამიტომ, ოჯახის უფროსმა ლარი ოგლიმ მტაცებლისგან ურნის დაცვა საკმაოდ უცნაური მეთოდით გადაწყვიტა. 

მან სანაგვე ურნას კლოუნის თოჯინა მი
ამაგრა. თუ ამ თოჯინას მიუახლოვდები, უცნაურ და საშიშ ხმებს გამოსცემს.

Zooclub

იდეამ მართლაც რომ გაამართლა. თოჯინის ხმამ და
მოძრაობამ დათვი იმდენად შეაშინა, რომ ის კვლავ ტყისკენ გაუჩინარდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ამერიკელ ქალბატონს სათამაშო ვეფხვის შეეშინდა და პოლიცია გამოიძახა

რა გააკეთა კაცმა, როცა ტყიდან უეცრად მისი მიმართულებით დათვი გამოვარდა?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?