error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/a27e5d10c078f3cc268b0ba1866f6f05.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ისინი ამაზონის მდინარეზე ნავით მიცურავდნენ, როდესაც მათკენ მცურავი "დიდი კატა" შენიშნეს
ისინი ამაზონის მდინარეზე ნავით მიცურავდნენ, როდესაც მათკენ მცურავი "დიდი კატა" შენიშნეს
ბიოლოგების კვლევისთვის ამაზონი ანუ "დედამიწის ფილტვები" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია მსოფლიოში. იგი ბიომრავალფეროვნებით გამოიჩევა.

სამწუხაროდ, ადამიანმა მრავალმხრივი ზიანი მიაყენა ამ ტერიტორიებს - არაერთი ცხოველი უკვე გადაშენდა, ხოლო დღეს ზოგიერთი მათგანი გადაშენების პირასაა.

ბუნების დაცვის ორგანიზაცია (ARPA) ძალებს არ იშურებს და დიდ თანხებს ხარჯავს, რათა გადაარჩინოს ამაზონის ტროპიკული ტყეები, რომელიც 5.5 მილიონ კვადრატულ კილომეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი. მათი მიზანია ცხოველებს სიცოცხლისთვის ჰქონდეთ პირობები, განსაკუთრებით იმ სახეობებს, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ.

Zooclub
Zooclub

შტორმის შემდეგ მეცნიერთა ჯგუფი ტყისკენ ნავით მიემართებოდა, როდესაც ერთ-ერთმა წყლის ზედაპირზე მცურავი არსება შეამჩნია.

Zooclub

თავიდან მათ ვერ გაარჩიეს, თუ რა ცხოველი იყო ის.

მაგრამ როდესაც მიუახლოვდნენ, ულამაზესი, თუმცა, ერთ-ერთი
ყველაზე საშიში ცხოველი - იაგუარი ამოიცნეს.

Zooclub

არაერთი ადამიანი ფიქრობს, რომ კატისებრთა სახეობები წყალს ვერ იტანენ, მაგრამ არა იაგუარი. ამ მტაცებელს არა მარტო უყვარს წყალი, არამედ ის ერთ-ერთი საუკეთესო წყლის მონადირეა. მის ნადავლს შორის ხშირად არის თევზი და წყლის სხვა ცხოველები.

"დიდი კატის გამოჩენამ დაგვაფიქრა, რომ ჩვენი შრომა ამაო არაა და ამაზონზე ბინადარი არსებების გადარჩენაში დიდ როლს ვასრულებთ", - ამბობს მეცნიერი და ARPA-ის წარმომადგენელი.

ასევე იხილეთ:

მდინარე ამაზონის საიდუმლოებით მოცული, უცნაური "ურჩხული"

იაგუარი ბრაზილიელი ჯარისკაცების "შვილობილი" გახდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?