ბაყაყებს გრიპთან ბრძოლაში შეუძლიათ დახმარება
ბაყაყებს გრიპთან ბრძოლაში შეუძლიათ დახმარება
"ბაყაყის ლორწოს გრიპის ვირუსისგან დაცვა შეუძლია", - აცხადებენ ემორის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერები ინდოელ კოლეგებთან ერთად.

მათი დასკვნები ჟუნრალ "Immunity"-ში გამოქვეყნდა.

საუბარია ბაყაყის ერთ-ერთ სახეობაზე - Hydrophylax bahuvistara, რომელიც ინდოეთში ბინადრობს. მათი ლორწო შეიცავს დამცავ პეპტიდ ურუმინს, რომელიც კლავს ვირუსის ბაქტერიებსა და ვირუსს, მათ შორის H1-სა და სხვ.

მეცნიერების აზრით, ამ ბაყაყების ლორწო მომავალში შეიძლება, ადამიანების ანტიმიკრობული პრეპარატისთვის გამოიყენონ.

აღმოჩენილი პეპტიდი არ გავს გრიპის აქამდე არსებულ პრეპარატებს, მაგრამ ლაბორატორიულ პირობებში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. მისი დახმარებით შესაძლებელი გახდა გრიპის ათობით შტამის ნეიტრალიზება, მათ
შორის თანამედროვეც.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ცხოველების ბევრი სახეობა აწარმოებს სხვადასხვა სახის პეპტიდს, რომლებიც დაავადების მატარებელს
დაავადებებისგან იცავენ. მაგრამ პეპტიდების გამოყოფა ყველაზე ადვილად სწორედ ბაყაყის ლორწოსგან ხდება.

მოცემული მომენტისთვის მეცნიერებმა 32 სახეობის ბაყაყი გამოიკვლიეს და ოთხ მათგანს გრიპისგან დაცვის თვისება აღმოუჩინეს. მაგრამ მხოლოდ Hydrophylax bahuvistara-ს აღმოაჩნდა პეპტიდები, რომელიც უსაფრთხოა ძუძუმწოვრებისთვის.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?