ციმბირში ბრაკონიერებმა 20 000 ჩრდილოელი ირემი მოკლეს
ციმბირში ბრაკონიერებმა 20 000 ჩრდილოელი ირემი მოკლეს
"2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის მარტის პერიოდში ბრაკონიერებმა დაახლოებით 20 000 ველური ჩრდილოელი ირემი მოკლეს", - იტყობინება "WWF"-ი.

გამოძიების დროს ცხოველთა უკანონო დახოცვის 800 ადგილი იპოვეს.

Zooclub

პოლიციის მუშაკები აღნიშნავენ, რომ ბრაკონიერები არც კი უმიზნებენ ირმებს, ისინი უბრალოდ უმისამართოდ ისვრიან და ხოცავენ მათ, რის შედეგადაც ბევრი დაჭრილი ირემი ტაიგაში გარბის და იქ იღუპება - შორს მკვდარი დაახლოებით 300 ირემია ნაპოვნი.

Zooclub

ყველაზე დიდი სასაკლაოს ტერიტორია 6 ჰექტარს აღწევს.

Zooclub

ცენტრალური ციმბირის ბიოსფეროს სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი პაველ კოჩარევი ბრაკონიერების შესახებ ასე საუბრობს:
”საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება
შეიქმნა, რომ ველურ ჩრდილოელ ირმებს რაღაც თითო-თითო სურვილისთვის კლავენ. მოუნ
დათ ირმის ენა? ესროლეს, ამოაჭრეს ენა და დანარჩენი დატოვეს. მოუნდათ მჭლე ხორცი? ესროლეს, მოაჭრეს უკანა ფეხები, დანარჩენი დატოვეს”.

Zooclub

ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ტაიმირის სახეობის ირმების რაოდენობა 2000 წლიდან თითქმის ორჯერ შემცირდა.

ბრაკონიერების დიდი საშიშროების გარდა, მათ პოპულაციაზე კლიმატური ცვლილებებიც მოქმედებს.

Zooclub

ექსპერტები შიშობენ, რომ ასეთი პროგნოზით, 2020 წლისთვის ირმების პოპულაცია მხოლოდ 150 000 დარჩება.

ირმების პოპულაციის ასეთი მკვეთრი შემცირება, რა თქმა უნდა, ეკოსისტემაზეც აისახება: ირემი უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური რესურსია ევრაზიისა და ჩრდილო ამერიკის 20 ერისთვის.

Zooclub

ამ დროისთვის ბრაკონიერების ამოცნობას კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებით ცდილობენ. ბრაკონიერები, რომლებიც ირმებს ანადგურებენ, შეიძლება, მიყრუებულ სოფლებში იმალებიან.
monadire
არ არსებობს ქვეყნად ადამიანი უფრო ბინძური, უფრო ზნედაბალი უფრო თესლი ვიდრე ბრაკონიერია. მახინჯი სულით და გონებით. იმის ბინძური სული კუჭში მთავრდება ესაა და ეს. სახელმწიფოს ნება თორემ 6 თვეში დამთავრდებიან ეს ნაბიჭვართა კასტა მით უმეტეს საქართველოში.
!!1
სად ჯანდაბაში იყვნენ ე.წ. ,,რეინჯერები"?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?