ციმბირში ბრაკონიერებმა 20 000 ჩრდილოელი ირემი მოკლეს
ციმბირში ბრაკონიერებმა 20 000 ჩრდილოელი ირემი მოკლეს
"2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის მარტის პერიოდში ბრაკონიერებმა დაახლოებით 20 000 ველური ჩრდილოელი ირემი მოკლეს", - იტყობინება "WWF"-ი.

გამოძიების დროს ცხოველთა უკანონო დახოცვის 800 ადგილი იპოვეს.

Zooclub

პოლიციის მუშაკები აღნიშნავენ, რომ ბრაკონიერები არც კი უმიზნებენ ირმებს, ისინი უბრალოდ უმისამართოდ ისვრიან და ხოცავენ მათ, რის შედეგადაც ბევრი დაჭრილი ირემი ტაიგაში გარბის და იქ იღუპება - შორს მკვდარი დაახლოებით 300 ირემია ნაპოვნი.

Zooclub

ყველაზე დიდი სასაკლაოს ტერიტორია 6 ჰექტარს აღწევს.

Zooclub

ცენტრალური ციმბირის ბიოსფეროს სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი პაველ კოჩარევი ბრაკონიერების შესახებ ასე საუბრობს:
”საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება
შეიქმნა, რომ ველურ ჩრდილოელ ირმებს რაღაც თითო-თითო სურვილისთვის კლავენ. მოუნ
დათ ირმის ენა? ესროლეს, ამოაჭრეს ენა და დანარჩენი დატოვეს. მოუნდათ მჭლე ხორცი? ესროლეს, მოაჭრეს უკანა ფეხები, დანარჩენი დატოვეს”.

Zooclub

ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ტაიმირის სახეობის ირმების რაოდენობა 2000 წლიდან თითქმის ორჯერ შემცირდა.

ბრაკონიერების დიდი საშიშროების გარდა, მათ პოპულაციაზე კლიმატური ცვლილებებიც მოქმედებს.

Zooclub

ექსპერტები შიშობენ, რომ ასეთი პროგნოზით, 2020 წლისთვის ირმების პოპულაცია მხოლოდ 150 000 დარჩება.

ირმების პოპულაციის ასეთი მკვეთრი შემცირება, რა თქმა უნდა, ეკოსისტემაზეც აისახება: ირემი უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური რესურსია ევრაზიისა და ჩრდილო ამერიკის 20 ერისთვის.

Zooclub

ამ დროისთვის ბრაკონიერების ამოცნობას კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებით ცდილობენ. ბრაკონიერები, რომლებიც ირმებს ანადგურებენ, შეიძლება, მიყრუებულ სოფლებში იმალებიან.
monadire
ჩემო nana ნუ იწყევლები თუ ქალი ხარ და ნუ ტლიკინებ იმ თემაზე რაც არ იცი. ისე ენას ხმარობ გადასარევად და გივარგა პირიც რომ გიყურებ. უთხარი შენს ქმარს ნუ პასიურობს და გახერხვის მაგალითები ჩაგიტაროს ხშირად თორემ ხომ ხედავ რას გიგავს ნერვები)))))))))))))
nana
მონადირეებს ვერ ვიტან რიტ განსხვავდებიან კაცის მკვლელებისაგან. ის ტყვია უნდა მოხვდეტ მაგატ . საერტოდ უნდა აიკრწალოს ნადირობა.ვინც ცხოველებს აწამებს ყველა მეზიზგება. გული მეწვის ასეტ სისასტიკეს რომ ვხედავ.მონადირეებო ტკვენ ხარტ არა კაცები და კიდევ ერტხელ კაცის მკვლელები.ცხოველებისკენ მიმარტული ტყვია დაგიბრუნდეტ ტკვენ.
:D
ენა არ მოიტეხოთ ენის დამცველებმა :D -ური, -ელი. ხომ გაიგე რაც წერია, თორემ ისე ხომ არ შემოხვიდოდი. ხო და დააყენე რა ერთი ადგილი. წაჭამეს ტვინი ამ ”კორნელი კეკელიძეებმა” ენის ტრიალით. თუ რამეა მაგათ ფოსტა ექნებათ ან ფეისბუქი და იქ მიწერეთ აქ რომ ანაგვიანებთ საკუთარი თავის გამოჩენით კომენტარებს. წაიღეს ტვინი ტრაკის ტრიალით.
მსქროლავი ტროლი-s
ვაღიარებ, რომ მართლა ,, ჩასაფრებული" ვარ, რადგან ყოველთვის ძალიან გონებამახვილ კომენტარებს წერთ ,,ფარსმან-სპარსო"))).
მსქროლავი ტროლი
მართლწერას, შენ თავად ჩემზე ჩასაფრებულო, დრო და განრიგი არ გააჩნია, რადგან ჩვენ თავად თუ არ მოვუფრთხილდით საკუთარ ენას, აეგ ბრაკონიერები არ იზრუნებენ ჩვენს ნაცვლად.... ასე, რომ - ამდენი ჩრდილოური ირემ-ი, და არა ისე, როგორც შენ გიწერია, ბიდიშკიმამითხოვია, რაღა თქმა აუნდა....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?