შინაური ცხოველები ბავშვებში ალერგიულ ფონსა და ჭარბი წონისადმი მიდრეკილებას ამცირებენ
შინაური ცხოველები ბავშვებში ალერგიულ ფონსა და ჭარბი წონისადმი მიდრეკილებას ამცირებენ
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ შინაურ ცხოველთან გაზრდილი ბავშვი დაზღვეულია ჭარბი წონისა და ალერგიული რეაქციებისაგან. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ "Microbiome"-ში.

იმ ბავშვების ორგანიზმში, რომლებიც კატასთან ან ძაღლთან ერთად იზრდებიან, აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით მიკრობები - Oscillospira-ი და Ruminococcus-ი. ეს ნივთიერებები ხელს უშლის  ალერგიისა და ჭარბი წონის წარმოქმნას.

გარდა ამისა, თუ ბავშვის გაჩენის დროს ან ქალის ორსულობის პერიოდში ცხოველი ცხოვრობდა ოჯახში და შემდეგ გააჩუქეს, მას ამ შემთხვევაშიც დადებითი გავლენა ჰქონდა ბავშვის ნაწლავის მიკრობიომაზე.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მომავალში აღმოაჩენენ საშუალებას, თუ როგორ უნდა გადაეცეთ ბავშვებს სასარგებლო ბაქტერიები
შინაურ ბინადართან ცხოვრების გარეშე.

ასევე იხილეთ:

ძაღლები ბავშვებს შიშის დაძლევაში ეხმარებიან

კატების ფარული სამკურნალო თვისებები
დამტკიცებულია - განსაკუთრებით ქალებისთვის!


შინაურ ცხოველთან საუბარი პატრონის მაღალ ინტელექტზე მიუთითებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?