როგორ შეხვდნენ ლომები მომვლელს, რომელიც დიდი ხანია, არ უნახავთ? (+ვიდეო)
როგორ შეხვდნენ ლომები მომვლელს, რომელიც დიდი ხანია, არ უნახავთ? (+ვიდეო)
ლომები სან-დიეგოს ზოოპარკში ცხოვრობენ. მათ ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, როდესაც 8 თვის შემდეგ, ვეტერინარ ბრიტანი სნოუს ხვდებიან. ამას თავისი მიზეზი აქვს:

5 წელზე მეტია, ვეტექიმი ბრიტანი კვებავდა, უვლიდა, აბანავებდა, მკურნალობდა და მაქსიმალურად ზრუნავდა ლომებზე. 

თავიდან ზოოპარკის ხელმძღვანელობა წინააღმდეგი იყო, რომ გოგონას ამდენი დრო დაეთმო მტაცებლებისთვის, რადგან ბრიტანის მოვალეობაში, მხოლოდ ცხოველების მკურნალობა შედიოდა. მეტიც, ლომებთან ყოველდღიური კონტაქტი ვეტექიმისთვის დამატებით საშიშროებას ქმნიდა. თავდასხმის შემთხვევაში ზოოპარკი ვალდებული იყო თანამშრომლისთვის გადაეხადა ზარალი - 2 მილიონი დოლარი, ინციდენტის ფატალურად დასრულების შემთხვევაში კი, 7 მილიონი დოლარი ოჯახისთვის აენაზღაურებინა.

იმისათვის, რომ ზოოპარკის ხელმძღვანელობასთან პრობლება არ ჰქონოდა, ბრიტანიმ ოფიციალური ხელწერილით უარი განაცხადა ყოველგვარ მატერიალურ ანაზღაურებაზე.
მას შემდეგ გოგონას მშვიდად შეეძლო  მტაცებლებზე ზრუნვა, არასამუშაო საათებშიც კი.

გარკვეული დროის შემდეგ, ბრიტანი ჯანმრთელობის პრობლების გამო, ნიუ-იორკში 8 თვით წავიდა. ზოოპარკში დაბრუნებულ ვეტერინარს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეხვდებოდნენ ლომები.

და ეს ნამდვილად სიყვარული და მონატრებაა. მათი შეხვედრა საოცარი იყო. აქ სიტყვები ზედმეტია, იხილეთ ვიდეო.

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა აფთარი გაზარდა და შემდეგ ზოოპარკში დააბინავა. როგორ შეხვდა ცხოველი ყოფილ პატრონს დიდი ხნის შემდეგ?

ლომს რამდენიმე წელი არ ენახა ადამიანი, რომელმაც ის გადაარჩინა... და, აი, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ

პანტერა მირბის იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელმაც ის 2 წლის წინ გადაარჩინა




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?