პარიზში რძისა და ხორცის წარმოების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა (+ფოტო & ვიდეო)
პარიზში რძისა და ხორცის წარმოების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა (+ფოტო & ვიდეო)
საზოგადოება "269 Life Libération Animale"-ის ფრანგმა აქტივისტებმა პარიზში სისხლიანი ინდუსტრიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გამართეს. ხსენებული ინდუსტრია ყოველწლიურად მილიარდ სიცოცხლეს ანადგურებს.

ღონისძიება ფრანგული სარძევე კოოპერატივი Sodiaal-ს შტაბ ბინის პირდაპიდ გაიმართა. ეს კომპანია ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ყოველთვიურად 5 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს.

აქციისას კომპანიის კარზე მიაკრეს ბოჩოლას ფოტო, რომელიც აქტივისტებმა სასაკლაოზე გადაიღეს. სამწუხაროდ, მისი და სხვა დატყვევებული საქონლის სიცოცხლე ვერ იხსნეს. ისინი ადამიანებმა ხორცისა და რძის გამო დახოცეს.

”ეს აქცია შენ გეძღვნება, პატარა ბოჩოლავ N4234, რომელსაც არასოდეს დაგივიწყებთ”, - დაწერეს
ღონისძიების მონაწილეებმა ორგანიზაცია "269 Life Libération Animale"-ის ფეისბუქ გვერდზე.

გვახსოვდეს ის, რაც ხდება!


იხილეთ ვიდეო


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?