როგორ იბადებიან შხამიანი გველები (+ვიდეო)
როგორ იბადებიან შხამიანი გველები (+ვიდეო)
ავსტრალიურმა ფირმამ, რომელიც გველების დაჭერითაა დაკავებული, თავის საშენში თავისებური სამშობიარო განყოფილება მოაწყო. კერძო ტერიტორიაზე დაჭერილ მაკე გველებს სპეციალისტები უსაფრთხო ტერიტორიაზე გამრავლების საშუალებას აძლევენ.

კომპანია "Snake Catchers Adelaide"-ი ავსტრალიის ქალაქ ადელაიდის მცხოვრებლებს მათ სახლში შესული შხამიანი გველების მოცილებაში ეხმარება. იანვარში, ერთ-ერთი გამოძახებისას მათ მაკე გველი (Pseudonaja textilis) დაიჭირეს. სულ მალე მას კვერცხები უნდა დაედო.

გველდამჭერებს რომ არ მიესწროთ, კერძო სახლში შხამიანი გველები გამრავლდებოდნენ.
გველი გადაიყვანეს საშენში, სადაც კვერცხები დადო და მიატოვა ისინი (როგორც ეს ველურ ბუნებაში ხდება). კვერცხში ეს ქვეწარმავალი დაახლოებით 60 დღის
განმავლობაში ვითარდება და გამოჩეკილები სრულიად მზად არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

მარტის ბოლოს ერთმანეთის მიყოლებით 15 პატარა
გველი გამოიჩეკა. უახლოეს დროს მათ ბუნებრივ არეალში გაუშვებენ, კერძოდ იქ, სადაც ადამიანები არ არიან.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?