რა უნდა იცოდეთ თუ სახლში ძაღლის, ან კატის ყოლას გადაწყვეტთ - გვირჩევს ვეტერინარი აკაკი რუაძე
რა უნდა იცოდეთ თუ სახლში ძაღლის, ან კატის ყოლას გადაწყვეტთ -  გვირჩევს ვეტერინარი აკაკი რუაძე
ბევრს სურს, სახლში ჰყავდეს სხვადასხვა ჯიშის კატა თუ ძაღლი, თუმცა ყველა ვერ აცნობიერებს, რომ მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში ძაღლის, ან კატის ყოლას გადაწყვეტთ , თქვენს კითხვებს ექიმი ვეტერინარი, აკაკი რუაძე პასუხობს.


გამოგზავნილი კითხვები:


გიორგი ვენჯელაშვილი:
მაინტერესებს, საშიშია თუ არა ძაღლის სახლში ყოლა, ანუ კორპუსის ბინაში, რა საფრთხეს შეიცავს ძაღლის ბეწვის გადაყლაპვა, თუნდაც ჯანმრთელი იყოს ძაღლი?

-ჯანმრთელი ძაღლის ბეწვის გადაყლაპვა საშიში არ არის. ბეწვის გადაყლაპვა მაშინ არის საშიში, როცა ძაღლს ყავს პარაზიტები მუცელში. პარაზიტების კვერცხები ფიქსირდება
ბეწვებზე და იმ ბეწვის გადაყლაპვის შემთხვევაში რა თქმა უნდა საშიშროება არის, მაგრამ თუ ძაღლი დამუშავებულია
პროფილაქტიკურად, ჩატარებული აქვს აცრები და მითუმეტეს მიცემული აქვს ანტიჰერმეტული საშუალებები, იმ ძაღლის ყოლა არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს.

მარიკა ანდღულაძე:
1) მინდა პატარა ძაღლი ვიყოლიო სახლში. მეშინია ტუალეტს რომ ვერ მივაჩვიო. ზოომაღაზიაში ვნახე სპრეი, კონსულტანტმა მითხრა: სპრეის დაასხამ გარკვეულ ადგილას და იმ ადგილს მიეჩვევა ლეკვიო. მართალია თუ არა?

-ადამიანი როცა დააპირებს ძაღლის აყვანას უნდა იყოს ყველანაირად მომზადებული. ძაღლს ესაჭიროება დრო, ადამიანს კი სჭირდება ბევრი თავისუფალი დრო, რომ ძაღლს მოუაროს. თუ ძაღლი მოიყვანა და მიუშვა თავის ნებაზე, რა თქმა უნდა, ის პრობლემებს შეუქმნის თუნდაც ჰიგიენის თვალსაზრისით. ლეკვს შეუძლია დაღრღნას ნივთები, უცხო სხეულები გადაყლაპოს და დასვაროს ოთახში სხვადასხვა ადგილები. სპრეი ხშირ შემთხვევაში ძალიან გამოსადეგია. როდესაც ძაღლი მოსაქმებას აპირებს, ის ჯერ იმ ადგილს პოულობს, სადაც ადრე მოისაქმა და იმ ადგილს როდესაც ანტიპესპერანტი დაემატება, ამ შემთხვევაში აღარ დასვრის სხვა ადგილს. საერთოდ ლეკვს როდესაც აჭმევენ 10-15 წუთში უნდა გავიდეს კუჭში, პატრონი კი ამისთვის მზად უნდა იყოს. ძაღლს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება.

2) კარლიკოვი პუდელი პრობლემური მოსავლელი ხომ არ იქნება?

-პუდელი ერთ-ერთი იმ ძაღლთაგანია, რომლებიც ძალიან ადვილი მოსავლელები არიან. მათ ბეწვი არ სცვივათ და არ იცვლიან. უბრალოდ მათ ძალიან გრძელი ბეწვი ეზრდებათ და წელიწადში ორჯერ გაკრეჭვა ესაჭიროებათ. პუდელი თუ არ გაიკრიჭა და დაივარცხნა დროულად უჩნდება ნაბადივით ნათელები და შემდეგ უკვე ძნელია მოვლა. კარლიკოვი პუდელის მოვლა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს.

ნანა:
გარდა ცოფისა, რა შეიძლება გადაედოს ადამიანს ძაღლისა და კატისგან?

-ძალიან ბევრი დაავადებაა რომელიც ადამიანს შეიძლება შინაური ცხოველებისგან გადაედოს. პირველი რა თქმა უნდა არის ცოფი, ასევე ლეიშმანიოზი, ბრუცელიოზი, ტუბერკულიოზი, ასევე მრავალი პარაზიტული დაავადებები. ეს დაავადებები საშიშროებას არ წარმოადგენს ადამიანისთვის თუ შინაურ ცხოველს დროულად მივუყვანთ ვეტექიმს და ჩავუტარებთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, ამ შემთხვევაში ძაღლი საშიშროებას არ წარმოადგენს. გაცილებით უფრო საშიშია მეზობელი, რომელსაც გრიპი აქვს ვიდრე ძღლის სახლში ყოლა.

სოფია:

რა დაავადება შეიძლება გადმოგვედოს ოთახის ფრინველებისგან და როგორ შეიძლება თავის დავიცვათ?

-არსებობს ასეთი ტერმინი რუსულად ორნიტოზი, ეს არის ფრინველთა დაავადება, რომელებიც შეიძლება გადავიდეს ადამიანზე. ასევე გადამდებია ფრინველის გრიპი, რომელსაც ქათმის გრიპს ეძახიან. არის სხვადასხვა პარაზიტები, მაგრამ როგორც წესი, სახლში ყავთ ძირითადად თუთიყუშები, იადონები და სხვადასხვა ისეთი ფრინველები, რომლებიც ოჯახშია გამოყვანილი და როგორც წესი მათგან დაავადებების გადადება პრაქტიკულად შეუძლებელია.მაგრამ როდესაც ახალი ფრინველი ან ცხოველი მოგყავთ სახლში, თუ სხვა ცხოველებიც გყავთ სახლში, პირდაპირ ამათთან შეშვება არ არის სასურველი. იმიტომ რომ შეიძლება ეს ცხოველი დაავადების ინკუბაციის პერიოდში იყოს და დაავადება რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ გამოაჩნდეს. ამ შემთხვევაში დაავადდებიან სხვა ცხოველებიც. ამიტომ თუ ახალი ცხოველის მოყვანას აპირებთ სახლში აუცილებლად უნდა გაიაროს 2 კვირიანი კარანტინი.

გიორგი:
ვაქცინაციის პერიოდში რას უნდა მიექცეს ყურადღება?

-ვაქცინაციის პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ხშირად გონიათ, რომ თუ ერთხელ გაუკეთებენ ვაქცინას, ძაღლი ჯანმრთელი იქნება. ლეკვი პირველ წელიწადას იცრება სამჯერ ან ოთხჯერ, ორი კვირის ინტერვალით. თუ ყველა სასურველი ვაქცინაცია ჩატარდა, მაინც არ არის ეს 100%-იანი გარანტია, იმიტომ რომ ცხოველი აცრის დროს უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი, პარაზიტებისგან განთავისუფლებული, იმიტომ რომ პარაზიტები თუ ყავს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ორგანიზმი სუსტდება, ვაქცინა კი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად უკეთდება. იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს, თუ ორგანიზმი დასუსტებულია და ენერგია აღარ ყოფნის სამაგისოდ. თუ ძაღლს კუჭი აქვს აშლილი, თუ ტემპერატურა აქვს, მოწყენილია და გულის რევა აქვს, ამ შემთხვევაში არ შეიძლება აცრის გაკეთება. ამიტომ, ვაქცინა უნდა გაუკეთდეს მხოლოდ ჯანმრთელ ძაღლს და ამ შემთხვევაში გარანტია 80- 85%. მაინც შეიძლება ცხოველი დაავადდეს, მაგრამ გაცილებით ადვილად გადაიტანს დაავადებას.

თორნიკე:

როდიდან არის რეკომენდებული ლეკვის პირველი ბანაობა, რა პერიოდის ინტერვალით უნდა ვაბანაოთ დროთა განმავლობაში?

-ლეკვის პირველი ბანაობა სასურველია მეორედ აცრის შემდგომ. პირველი ვაქცინა რომ კეთდება ორი კვირის შემდეგ უნდა გავიმეოროთ მეორე და მხოლოდ მეორე ვაქცინიდან 10 დღის შემდეგ შიძლება ლეკვის ბანაობა. მაინცდამაინც არ არის სასურველი ლეკვის ბანაობა, ჯობს ძმრისა და წყლის ნაზავში დასველებული ქსოვილით გაიწმინდოს. ლეკვს თერმორეგულაცია ძალიან სუსტი აქვს სანამ წამოიზრდება და შეიძლება ადვილად გაცივდეს. როდესაც უკვე გაიზრდება, ბანაობა რეკომენდირებულია მაქსიმუმ თვეში ერთხელ, თუ უფრო ნაკლები იქნება უკეთესია.

ლანა:
რომელ საშუალებას გვირჩევთ ტილების საწინააღმდეგოდ (დუსტი არ მოქმედებს).

-რწყილებისა და ტკიპების წამლები ძალიან ბევრია შემოსული. სამწუხაროდ რწყილები განიცდიან ადაბტაციას, ეჩვევიან ამ ნივთიერებებს, თუ ძალიან ხშირად ხდება ამ ნივთიერებების მოხმარება. ამიტომ უნდა შიცვალოს წამლები. ბევრი საშუალებებია, ამიტომ ერთი თუ არ მოქმედებს, აუცილებელია შევცვალოთ და სხვა წამალი აუცილებლად იმოქმედებს.

გელა:
მონადირე ძაღლებთან დაკავშირებით რჩევებს ხომ ვერ მოგცემთ?

-მონადირე ძაღლებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით კითხვის ავტორს მონადირეები უკეთეს რჩევებს მისცემენ. მაგრამ მე თუ მკითხავთ, მონადირე ძაღლი სათამაშო არ არის და მისი გამოყენება დეკორატიულად არ შეიძლება. მონადირე ძაღლები ძალიან ენერგიულები არიან, ის თუ ოთხ კედელში ჩაკეტეთ, ენერგიას მავნებლურ საქმიანობაზე დახარჯავენ. თუ მონადირე ძაღლი გეყოლებათ, აუცილებლად მონადირე უნდა იყოთ.

Zooclub



იხილეთ ვიდეო
მერი შეყილაძე-s
ციტრუსის, მაგალითად ლიმონის წვენი დაასხით მაგ ადგილზე და აღარ მიეკარებიან
მერი შეყილაძე
ჩემს სადარბაზოში უამარავი კატა ბინდარობს, ამ ბოლო დროს სულ ერთ ადგილას ტოვებენ განავალს, ჩემ კართან, რა გავაკეთო რომ იქ აღარ გააკეთონ, სასოწარკვეთილი არ,ვერ ავუდივარ წმენდას, მყავს ბავშვები სახლში, მირჩიეთ რამე, გთხოვთ
anastasia turashvili -ს
ანასტასია, ეს სტატია დასრულებული ნაკრებია კითხვა-პასუხის. თუ შეიძლება თქვენი კითხვა მოვწერეთ ჩვენი საიტის სპეციალურ განყოფილებაში, სადაც თქვენს შეკითხვებს ექიმი-ვეტერინარი დავით ომარაშვილი უპასუხებს. გადადით ბმულზე და დასვით შეკითხვა. http://www.zooclub.ge/kithkhvapasukhi.html?view=questions
anastasia turashvili
ჩემს ძაღლს აქვს ბეწვის ცვენა რა არ ვცადეთ მარა არ შეუწყდა რას მირჩევდით
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?