დიდხანს სიცოცხლის ჩაფიქრება სასიკვდილო აღმოჩნდა - ”ყულაბა” მოკვდა
დიდხანს სიცოცხლის ჩაფიქრება სასიკვდილო აღმოჩნდა - ”ყულაბა” მოკვდა
ტაილანდში მოკვდა კუ ”ყულაბა”, რომელმაც მთელი განძი გადაყლაპა.

ორი კვირის წინ კუ ყულაბა ახალი ამბების გმირი გახდა: ტაილანდის ვეტერინარებმა მისი კუჭიდან 900-ზე მეტი მონეტა ამოიღეს.

მთელი ეს მეტალი 5 კილოს აღწევდა, ამიტომ ამ სიმძიმემ ჯავშანის ქვედა მხარე ჩატეხა.
ოპერაციის შემდეგ ”ყულაბას” მდგომარეობა გაუმჯობესდა, მისი გაშვებაც კი გადაწყვიტეს, მაგრამ მონეტების ამოღების შემედგ მას კუჭის შევიწროების პროცესი დაეწყო, რის გამოც მეორე ოპერაციის ჩატარება უცილებელი გახდა.

ორგანიზმში მომწამლავმა ნიკელმა დამღუპველად იმოქმედა, სისხლი მოიწამლა და კუ დაიღუპა.

"ყველას მინდა ვთხოვო, დაფიქრდნენ თავის საქციელზე, აკრძალონ
ცხოველების გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის. ყოველი სიცოცხლე მნიშვნელოვანია", - ამბობს ვეტერინარი, რომელმაც ”ყულაბას” ოპერაცია ჩაუტარა.

Zooclub

ტურისტები
წყალში მონეტებს ყრიან ტაილანდში დაბრუნების იმედით.

ადგილობრივი მცხოვრებლები იგივეს აკეთებენ იმისთვის, რომ სჯერათ, ასე სიცოცხლეს გაიხანგრძლივებენ ისევე, როგორც კუ, რომელიც 300 წელს ცოცხლობს. თუმცა, ადამიანების დაუდევრობის გამო, ”ყულაბამ” მხოლოდ 26 წელი იცოცხლა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?