მასაჟი ცოცხალი პითონის მეშვეობით - უცნაური სიახლე სადალაქოში
მასაჟი ცოცხალი პითონის მეშვეობით - უცნაური სიახლე სადალაქოში
სადალაქო (Haar Mode Team), რომელიც გერმანიის ქალაქ დრეზდენში მდებარეობს, მომხმარებლებს კისრის მასაჟს ცოცხალი პითონის დახმარებით უტარებს.

სადალაქოს მფლობელი ფრანკ დოლენი ამტკიცებს, რომ მასაჟის ამ მეთოდის შესახებ სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის დროს შეიტყო. გერმანიაში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, თავისი ბინადარი, 13 წლის სამეფო პითონი მონტი დაესაქმებინა.

მონტის სიგრძე მეტრს აჭარბებს, სიმძიმე კი 2.4 კილოგრამია. დოლენის თქმით, პითონის სხეულის 90% კუნთებისგან შედგება, რაც ამ ქვეწარმავლებს იდეალურ მასაჟისტებად აქცევთ.

მომსახურება წინასწარი ჩაწერით ხდება.

”სადალაქოში ტერარიუმისთვის ადგილი არ არის", - ხსნის დოლენი, - "მონტი თავად მომყავს იმ
დროისთვის, რა დროსაც მომხმარებელი ჩაეწერება”.

ბოლო დროს ამის კეთება კვირაში ორჯერ მაინც უწევთ. 30-წუთიანი სეანსის
ღირებულება 35 დოლარია.

თებერვალში იტყობინებოდნენ, რომ პალესტინელი დალაქი ღაზას სექტორიდან აკეთებს ვარცხნილობას ცეცხლის გამოყენებით. ის მომხმარებლის თმას ადვილადაალებადი ფხვნილის ან სითხის მეშვეობით ამუშავებს, შემდეგ ცეცხლს უკიდებს და აწყობს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?