პითონმა აფთარი გადაყლაპა - National Geographic-ზე გამოქვეყნებული უნიკალური კადრები (+ვიდეო)
პითონმა აფთარი გადაყლაპა - National Geographic-ზე გამოქვეყნებული უნიკალური კადრები (+ვიდეო)
ტურისტი, რომელიც მასაი-მარას ეროვნულ პარკს ათვალიერებდა, საოცარი სცენის მომსწრე გახდა: პითონი პირდაპირ მის თვალწინ ყლაპავდა აფთარს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს სიტუაცია უნიკალურია.

კენიის მასაი-მარას უნიკალური ეროვნული პარკი (აღმოსავლეთ აფრიკა) ფაუნის სიმდიდრითაა ცნობილი. მისი ბინადრების რიცხვში შედის კლდის ან იეროგლიფური პითონი (лат. Python sebae). ის აფრიკაში ყველაზე დიდ ქვეწარმავლად ითვლება.

ეს გველი შხამიანი არაა, მაგრამ თავისი აგრესიულობით გამოირჩევა: ის ნებისმიერ ობიექტს ესხმის თავს, რაც კი მის თვალსაწიერში ხვდება, მათ შორის - ადამიანებსაც.

რეპტილია შთამბეჭდავი ზომებით გამოირჩევა: 5-6 მეტრი სიგრძის შემთხვევაში, შეიძლება, 100
კილოს იწონიდეს, ეს კი მას მსხვილ ცხოველებზე ნადირობის საშუალებას აძლევს. მაგალითად, სამეფო პითონი (Python regius),
რომლის სიგრძე მეტრნახევარია, ძირითადად ფრინველებითა და პატარა მღრღნელებით იკვებება. იეროგლიფური პითონი კი ნადირობს ღორებსა და სხვა ჩლიქოსნებზე.

მათ რაციონში მალაიური დათვიც კი შედის.

მაგრამ აფთართან შეჯახების შემთხვევაში, მეცნიერების აზრით, გაიმარჯვებდა აფთარი: სწრაფი რეაქცია, ბასრი კბილები პითონს შანსს არ დაუტოვებდა. სწორედ ამიტომ, როდესაც მათ ჯოს ბაკერის მიერ აფრიკულ პარკში გადაღებული ვიდეოს შესახებ შეიტყვეს, გადაწყვიტეს, რომ მსხვერპლი რაღაც სხვა ცხოველი იყო.

თუმცა, კადრებმა ყოველგვარი ეჭვი გააქრო: კლდის პითონმა შეძლო 68 კილომდე წონის ხვადი აფთრის მოგუდვა, რის შემდეგაც ის გადაყლაპა.

გველებს ნიკაპი არ აქვთ, მათი ხახა ელასტიურად ფართოვდება, ნელ-ნელა ეკრობა გარშემო მსხვერპლს და ისრუტავს. ამ უზარმაზარი ნადავლის მოსანელებლად, პითონს რამდენიმე თვე დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში ის გაუნძრევლად იწვება თბილ და უსაფრთხო ადგილას.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?