ბრიტანელი კოლექციონერი პეპლების მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს
ბრიტანელი კოლექციონერი პეპლების მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს
ბრიტანელი კოლექციონერი ფილიპ კალენი 6 დანაშაულში დამნაშავედ სცნეს. მან 6 იშვიათი სახეობის პეპელა მოკლა, მათ შორის უიშვიათესი - Phengaris arion-ი", ამის შესახებ "BBC News"-ი იტყობინება.

ბრიტოლის სასამართლომ დაადგინა, რომ კალენი სომერსეტსა და გლოსტერშირში იჭერდა მწერებს, კლავდა მათ და ქაღალდის დაფაზე ათავსებდა.

გამოძიება მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობოდა. მათ განაცხადეს, რომ ნახეს, თუ როგორ დასდევდა მამაკაცი პეპლის საჭერი ბადით მწერებს 2015 წლის ივნისსა და ივლისში. თავად 57 წლის მამაკაცი აცხადებს, რომ საკოლექციო ეგზემპლარები საზღვარგარეთ შეიძინა.

როგორც აღინიშნება, მსგავსი სასამართლო პროცესი პირველად არ ტარდება.
რა სახის ჯარიმა დაეკისრა კალენს, ცნობილი არაა.

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე პეპლების 59 სახეობაა ცნობილი, მათგან
25 სახეობას სახელმწიფო იცავს. ექვს მათგანს განსაკუთრებულად იცავენ: დაუშვებელია მათი განადგურება, კოლექციებში შეტანისა და გაყიდვის მიზნით.

Zooclub
Tbilisi
მოკლა კი არა პეპელა თავს დაესხა და თავდაცვის მიზნით გააკეთა ეს. აი ჩვენი მონადირეები რომ ამტკიცებენ. შველი დათვი გვეგონა და თავდაცვის მიზნით ვესროლეო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?