რა მოხდა, როცა მშიერი ლომები სოფელში შევიდნენ… (+ვიდეო)
რა მოხდა, როცა მშიერი ლომები სოფელში შევიდნენ… (+ვიდეო)
ველურმა აზიურმა ლომებმა, რომლებიც ინდოეთის სოფლის ქუჩებში გამოჩნდნენ, ადგილობრივ მცხოვრებთა შორის სრული არეულობა გამოიწვიეს.

სამი მტაცებელი სოფელ გიგასანის ახლოს შეამჩნიეს (გუჯარათის სამხრეთით). ლომებმა აუღელვებლად გადაკვეთეს მინდორი დასახლებული პუნქტის საზღვარზე და გიგასანის ქუჩებში გაისეირნეს. დაახლოებით 10 წუთში მათ სოფელი დატოვეს.

შეშინებული მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. მათ დატოვეს სამსახური და გაიქცნენ. ერთ-ერთმა მცხოვრებმა ლომების ვიდეოკამერაზე გადაღება შეძლო.

სოფლის მოსახლეობის აზრით, მტაცებლები ახლო-მახლო მდებარე ნაკრძალიდან მოვიდნენ. ეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც აზიური ლომები ბინადრობენ. ვინაიდან ეს ტერიტორია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ 312 ზრდასრული
ლომი სათანადოდ გამოიკვებოს, ცხოველები იძულებულები არიან ახალი საცხოვრებელი ადგილი და საკვები ეძებონ.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?