რამდენი საათის განმავლობაში სძინავს სხვადასხვა სახეობის ცხოველს?
რამდენი საათის განმავლობაში სძინავს სხვადასხვა სახეობის ცხოველს?
ვის არ უყვარს ძილი? ალბათ ყველას - როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს, მაგრამ თუ ადამიანისთვის 8-საათიანი ძილი საკმარისია, ცხოველებს განტვირთვისთვის ბევრად მეტი დრო სჭირდებათ.


ცხოველები, რომლებიც ყველაზე დიდ დროს ძილში ატარებენ.

პანდა

Zooclub

მთელი დღის განმავლობაში პანდას ძირითადი აქტივობა ჭამა და ძილია. თუ მას დღე-ღამე  სძინავს 10 საათის განმავლობაში, დარჩენილ დროს კვებაში ხარჯავს.

ღორი

Zooclub

ღორის ძილი 12-დან 14 საათამდე გრძელდება: მისი მოწოდება ჭამა და ძილია, რაც ხელს უწყობს ცხიმის წარმოქმნას. ძილის დროს ღორებს უყვართ სითბო, ამიტომ ისინი ერთმანეთს ეხუტებიან.

ციყვი

Zooclub
საათის განმავლობაში სძინავს სხვადასხვა სახეობის ცხოველს?" />

როგორც ცნობილია, ციყვის
დღის რაციონი შედგება თხილისგან, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მას დღე-ღამის განმავლობაში 14 საათი სძინავს.

ზაზუნა

Zooclub

ზაზუნას დღე გაწერილია წუთებით - რამდენიმე წუთი სირბილი, ასევე კვება (შესვენებით) და 14-საათიანი ძილი.

ლემური

Zooclub

ლემურები მთელი დღის განმავლობაში აქტიურები არიან, ხოლო ღამე იკრიბებიან და ერთად იძინებენ. მათი ძილის პერიოდი 16 საათი გრძელდება.

კატა

Zooclub

კატები ნამდვილად იღბლიანები არიან, რადგან ისინი ძილს, დღე-ღამის განმავლობაში, 18 საათს უთმობენ.

ლომი

Zooclub

ლომები ცხოვრობენ სავანაში, სადაც საშინელი სიცხეა. ამ ტემპერატურისგან თავის დასაღწევად, ცხოველთა მეფეებს 18-დან 20 საათამდე სძინავთ, ზოგჯერ - 24 საათის განმავლობაშიც კი.

ბეჰემოთი

Zooclub

ამ ცხოველებს 16-18 საათის განმავლობაში  ჯგუფურად სძინავთ. ისინი წყლის ქვეშ იძინებენ, მაგრამ დროდადრო ამოდიან ზედაპირზე, რათა ჟანგბადი ჩაისუნთქონ.

ღამურა

Zooclub

წლის დასაწყისში ღამურები განიცდიან საკვების უკმარისობას, ამიტომ ისინი  24 საათის განმავლობაში სულ რაღაც 4 საათი არიან აქტიურნი.

ზარმაცა

Zooclub

ზარმაცა ერთ-ერთი ყველაზე ზანტი ცხოველია. იგი მთელ თავის ცხოვრებას ატარებს იმ ხეზე, სადაც იბადება, ცხოვრობს, იკვებება და სძინავს 20 საათის განმავლობაში.

კოალა

Zooclub

კოალას ცხოვრება ნამდვილი სამოთხეა. მას ძილშიც კი შეუძლია მიიღოს საკვები, რომლის გადამუშავებაშიც დღის 75%-ს ხარჯავს. კოალას ძირითადი საკვების რაციონი ევკალიპტია, სწორედ ამ მცენარის ხეზე მოკალათებულს ეძინება საკვების ღეჭვის დროს, რაც 18-დან 22 საათამდე გრძელდება. ავსტრალიაში სტუმრობისას, ტურისტების უმეტესობა, რომლებსაც კოალას მოფერება სურთ, უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან ამ ცხოველს ყოველთვის სძინავს.

ასევე იხილეთ:

ცხოველები, რომლებსაც ყველაზე დიდ ხანს შეუძლიათ საკვების გარეშე გაძლონ

საკუთარი გამორჩენის მიზნით, მხოლოდ ადამიანები არ იტყუებიან, არამედ ცხოველებიც

5 გავრცელებული მითი თვითგადარჩენის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?