მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ზღვის ჭიაყელას მტაცებელი შთამომავალი ბევრად გრძელი და შემზარავია
მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ზღვის ჭიაყელას მტაცებელი შთამომავალი ბევრად გრძელი და შემზარავია
მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა გიგანტური მტაცებელი ჭიაყელას ჯერ უცნობი სახეობა, რომელიც 400 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ცხოველის ჯერ კიდევ გამოუკვლეველი გაქვავებული ორგანიზმი ონტარიოს (კანადა) სამეფო მუზეუმში ინახებოდა. მკვლევარების სტატია ჟურნალ "Scientific Reports"-შია გამოქვეყნებული.

არსება, რომელსაც Websteroprion armstrongi უწოდეს, პოლიხეტის ჯგუფს მიეკუთვნება (რომელშიც ასევე შედიან წვიმის ჭიაყელები და წურბელები). მისი ყბების სიგრძე 1 სანტიმეტრს უდრიდა, ხოლო სხეული - ერთ მეტრს.

Zooclub

თავად W.armstrongi უძველესი, ლაპეოზოიდური პერიოდიდან ოკეანის ფსკერზე ცხოვრობდა. მისი გაქვავებული ნაწილები 1994 წელს ონტარიოს პროვინციაში აღმოაჩინეს.

მეცნიერების თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.
უძველეს პოლიხეტებს შორის გიგანტიზმი არ იყო გავრცელებული. ამ დრომდე პალეონტოლოგები პოულობდნენ უამრავ გადაშენებულ ჭაყელებს, რომელთა
ყბების სიგრძე რამდენიმე მილიმეტრს აღწევდა.

Zooclub

აღმოჩნილი ჭიაყელა გავდა თანამედროვე მტაცებელ ზღვის ჭიას, რომელსაც ბობიტს უწოდებენ (Eunice aphroditois). ამასთან, ჭიაყელა ბობიტი გრძელია, ვიდრე მისი სავარაუდო წინაპარი. ზრდასრული ჭიაყელა ბობიტის სიგრძე 2-3 მეტრს აღწევს. ის ოკეანის ფსკერზე ცხოვრობს, 40-10 მეტრ სიღრმეზე. ბინადრობს ტროპიკულ წყლებში და ახლო-მახლო მცურავ თევზებზე ნადირობს. ის სწრაფი მოძრაობით იჭერს თევზს და თავისკენ იზიდავს. ზღვის ჭიას საკვების გარეშე წელიწადზე მეტი დრო შეუძლია, გაძლოს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?