ბაყაყი, რომელიც ფრჩხილზე ეტევა...
ბაყაყი, რომელიც ფრჩხილზე ეტევა...
ინდოეთში ბაყაყების 7 ახალი სახეობა იპოვეს. ოთხი სახეობის წარმომადგენელი იმდენად პატარაა, რომ შეიძლება ფრჩხილზეც კი დაეტიოს.

ბიოლოგებმა გატის დასავლეთით აღმოაჩინეს ბაყაყები, რომლებიც მთისპირა ტყეებში ბინადრობენ და იმდენად პატარები არიან, რომ ადვილად ეტევიან 5 რუპიის (24 მმ. დიამეტრის) მონეტაზე.

რამდენიმე წლის განმავლობაში (2002 და 2013-2016) რეპტილიების შემსწავლელი 4 ინდოელი მეცნიერი ამ მინიატურულ ამფიბიებს იკვლევდა. მათი პოვნა ტყიან ტერიტორიაზე ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებდა.

Zooclub

“ბაყაყები დაცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ აღმოვაჩინეთ. ეს ძალიან რთული იყო. თან, მიახლოებისას ისინი მაშინვე ჩუმდებოდნენ”, - ყვება ერთ-ერთი ბიოლოგი
სონალი გარგი.

ბაყაყების ხმის შესწავლისას, მათი წყობისა და დნმ-ის ანალიზის ჩატარების შემდეგ, ისინი დარწმუნდნენ, რომ
საქმე ჰქონდათ ადრეულ სახეობებთან, რომლებიც ჯერ არავის ჰყავდა აღწერილი.

Zooclub

უფრო მსხვილი ბაყაყები სიგრძით 38 მილიმეტრს აღწევენ, ხოლო ყველაზე პატარები - 12 მილიმეტრს. მეცნიერებმა ისინი Nyctibatrachus-ის გვარს მიაკუთვნეს.

ეს სახეობა არ არის ყველაზე პატარა სახეობა. კიდევ არსებობს Paedophryne amauens-ი, რომლის სიგრძე სულ 7.7 მილიმეტრია.

Zooclub

დასავლეთ გატი, სადაც ეს ბაყაყები აღმოაჩინეს ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. 2001 წლიდან 2015 წლამდე აქ 159 ახალი სახეობის ამფიბია აღმოაჩინეს, თუმცა, ამ ადგილის ეკოსისტემის შენარჩუნება ბიოლოგებს ძალიან აშფოთებთ, რადგან მის არსებობას ქალაქებისა და პლანტაციების ზრდა ემუქრება.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?