გაიცანით, ეს პატრიკ კილონზო მვალუაა. უკვე 1 წელია, რაც ის კენიის ეროვნულ პარკში გვალვის დროს ცხოველებს სიკვდილისგან იცავს.
წყლის ჩამოტარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც გვალვის გამო ყველა წყარო დაშრა.
და მაშინ, მან იჯარით აიღო წყლის საზიდი მანქანა ცხოველებისთვის წყლის ჩამოსარიგებლად.
ის გზაზე ყოველდღე რამდენიმე საათს ხარჯავს იმისთვის, რომ დამშრალი წყაროები წყლით აავსოს.
სპილოები, კამეჩები, ანტილოპები და ზებრები ნაცნობი ხმის გაგონებაზე ყველა მხრიდან მირბიან.
ხანდახან პატრიკს
დღეს მთავარი მიზანი წყალმზიდების რაოდენობის გაზრდაა, რათა მეტ ცხოველს მიეწოდოს წყალი.
ცოტა ხნის წინ სამმა ამერიკელმა ქალბატონმა ინტერნეტში პატრიკის პროექტისთვის სახსრების მოძება დაიწყო. უკვე 18 000 დოლარი შეგროვდა, რითაც ახალ სატვირთო მანქანას შეიძენენ.
ასევე, კენიელი ხელმძღვანელობს პროექტს ”ცავოს მოხალისეები”. ის სტუმრობს სკოლებს და ბავშვებს უყვება, თუ როგორ უნდა დაიცვან ველური ბუნება.