ბრიტანეთის ზოოპარკში დედამიწაზე ყველაზე ციცქნა ანტილოპა დაიბადა (+ვიდეო)
ბრიტანეთის ზოოპარკში დედამიწაზე ყველაზე ციცქნა ანტილოპა დაიბადა (+ვიდეო)
პატარას დედა მისი გაჩენიდან რამდენიმე ხანში დაიღუპა. ახლა მასზე ზოოპარკის თანამშრომლები ზრუნავენ.

პატარა ტანოსი დედამიწაზე ყველაზე პატარა ანტილოპა დიკ-დიკია. მისი სიმაღლე სულ 19 სანტიმეტრია. თუმცა, ის კიდევ გაიზრდება: ზრდასრული დიკ-დიკი ორჯერ მაღალია.

პატარა საკუთარ დაბადების დღეს დაობლდა, ამიტომ მასზე მზრუნველობა ზოოპარკის ზედამხედველებმა საკუთარ თავზე აიღეს.

Zooclub

ანტილოპას დღეში 5-ჯერ რძით კვებავენ. მალე ის გაიზრდება და სხვა საკვებზე გადავა. ბუნებაში დიკ-დიკები ფოთლებითა და კენკრით იკვებებიან. ისინი ცხოვრობენ ბუშეს ბუჩქნარებში, რომელიც აფრიკის აღმოსავლეთით ხარობს.

თავისი სახეობის დასახელება Madoqua kirkii-ი ამ ანტილოპამ შოტლანდიელი ნატურალისტის
(XIX საუკუნის) საპატივცემულოდ მიიღო.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?