გველი Corallus cropanii-ი, რომელიც ბრაზილიაში, სან-პაულოში ბინადრობს, ვიწრომუცლიან მახრჩობელა გველებს განეკუთვნება. მასზე ცოტა რამ არის ცნობილი: ეს სახეობა ცოცხალი უკანასკნელად 1953 წელს ნახეს. თუმცა, რეპტილიას დროდადრო სეტი-პარრასის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც ხედავდნენ: ისინი ასეთი შეხვედრისას გველს ხშირად კლავდნენ.
ბიოლოგებს უკვე გველის თავის ჩვეულ, საცხოვრებელ ადგილას ნახვის იმედი გადაეწურათ.
ამ ქმედებამ შედეგი გამოიღო. 2017 წლის თებერვალს ბრაზილიაში სამმა ფერმერმა გველი აღმოაჩინა. ერთ-ერთმა მისი მოკვლა დააპირა, მაგრამ მეორემ მეცნიერების თხოვნა შეახსენა. გველი ფრთხილად დაიჭირეს და იმ სპეციალისტებს გადასცეს, რომლებმაც, თავის მხრივ, ყველა საჭირო მონაცემი აიღეს, შემდეგ კი 1,7 მეტრიანი, წონით 1.5 კილო გველი, უკან, ველურ ბუნებაში დააბრუნეს. მას რადიოგადამცემი ჩაუდგეს, რისი მეშვეობითაც სპეციალისტები ამ იშვიათი სახეობის რეპტილიას დააკვირდებიან.
იხილეთ ვიდეო