error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/08c8f1ba05913bf82cc55bdb0b9967fe.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
10 ყველაზე ჭკვიანი ცხოველი მსოფლიოში
10 ყველაზე ჭკვიანი ცხოველი მსოფლიოში
შეუძლიებელია დადგენა, რამდენად ჭკვიანია ერთი ცხოველი მეორეზე, IQ ტესტები ცხოველებისთვის ჯერ არ არის მოგონილი . მაგრამ ეთმნიშვნელოვნად შეგვიძლია შევადგინოთ სია ყველაზე ჭკვიანი ცხოველების ისე, რომ არ ვამტკიცოთ, რომ რომელიმე მათგანი სხვაზე მეტად ჭკვიანია.

მაშ ასე, მოდით ჩამოვთვალოთ ჭკვიანთა ათეულში მოხვედრილი ყველა ცხოველი.

პრიმატები

Zooclub

პრიმატების ოჯახს განეკუთვნებიან ადამიანები, ასევე შიმპანზეები, გორილები, ორანგუტანგები, ბაბუინები, გიბონები და მაიმუნები. ეს ცხოველები, თუ არ ჩავთვლით ადამიანებს, იკავებენ პირველ ექვს ადგილს ჭკვიან ცხოველთა ჩამონათვალში, რომელიც შეადგინა ბიოლოგმა ედვარდ უილსონმა. პირველ ადგილზეა შიმპანზე

Zooclub

პრიმატებს აქვთ დიდი, რთული
ტვინი, მათ
შეუძლიათ რთული კულტურების შექმნა და ასე თუ ისე შეუძლიაათ აკონტროლონ თავისი გარემო. მათ შეუძლიათ ურთიერთობა თავისი სახეობების ცხოველებთან და განვითარებული აქვთ ენობრივი უნარები.

Zooclub


სპილოები

დედამიწაზე ყველაზე დიდი ცხოველი სპილოა.  დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი სპილო რეგისტრირებული იყო 1956 წელს ანგოლაში. ეს მამრი სპილო 12 000 კილოგრამს იწონიდა, ხოლო სიმაღლეში 4.2 მეტრი იყო, რაც საშუალო აფრიკულ სპილოზე 1 მეტრით მეტია. ყველაზე პატარა სპილოები, რომელიც ზომით დაახლოებით ძროხის, ან მსხვილი ღორის ხელა იყვნენ უძველეს ხანაში, კუნძულ კრიტზე ბინადრობდნენ. სპილო აზიურ კულტურაში სამეფო სიმბოლოა და ცნობილი არიან თავისი შესანიშნავი მეხსიერებით და მაღალი ინტელექტით. მათ ასევე უტოლებენ ვეშაპებს და გომინიდებს (რომელიც უმაღლეს პრიმატებს განეკუთვნებიან). არიტოტელემ ერთხელ თქვა, რომ სპილო "არის ცხოველი, რომელიც ყველა დანარჩენს უსწრებს გონებამახვილობით და ინტელექტით".

Zooclub

ცოტა ხნის წინა აღმოჩენებმა ცხადჰყვეს, რომ სპილოებს შეუძლიათ ერთმანეთთან დაკავშირება დიდ მანძილზე, ისინი წარმოქმნიან ყრუ ხმაურს, რომელიც გაივლის მიწაში იმაზე სწრაფად, ვიდრე ბგერა ჰაერში. სხვა სპილოები იღებენ ამ შეტყობინებას ფეხის გულებზე და ხორთუმზე მგრძნობიარე კანის მეშვეობით. ითვლება, რომ სწორედ ამგვარად ჯგუფები ეძახიან ერთმანეთს დასახმარებლად.

საინტერესოა, რომ :

სპილოები აღწევნენ 2.7 მეტრს სიმაღეში და იწონიან 3 და 5 ტონას, დედალი სპილოები არიან 2.3 მეტრი სიმარეში და 2.3-4.5 ტონა წონაში, ახალდაბადებული სპლიყვები სიმაღლეში 0.9 მეტრი არიან, ხოლო იწონიან 90 კილოს.

მიუხედავად თავისი უზარმაზარი ზომისა, სპილოს აქვს წონასწორობის საოცარი შეგრძება და ძალიან კარგი მგრძნობელობა.
სპილოს ყველაზე დიდი ყურები აქვს დედამიწის ყველა ცოცხალ არსებაზე.

კანი მათ საკმაოდ სქელი აქვთ - 2.5 სმ.

სპილოს ტვინი იწონის მიახლოებით 5 კილოს, რაც 4-ჯერ მძიმეა ადამიანის ტვინზე. სპილო ძალიან კარგად ცურავს სიღრმეშიც კი.
ჩვეულებრივ სპილოები მოძრაობენ 2-6 კმ/სთ, მაგრამ მცირე დროში შეუძლიათ განავითრონ 35-40 კმ/სთ სიჩქარე.

Zooclub

სპილოებს სძინავთ ფეხზე მდგომებს, ერთად მჭიდროდ შეგროვილ ჯგუფად. მხოლოდ სპლიყვები წვებიან მიწაზე, გვერდულად.
მათი პულსია მიახლოებით 28 დარტყმა წუთში.


დელფინები

დელფინები გვხვდებიან მსოფლიოს ბევრ ზღვასა თუ ოკეანეში. მათ შორის შავ ზღვაშიც.

ისინი ცხოვრობენ 75 წლამდე, უფრო ხშირად 50 წლამდე, ხოლო ტყვეობაში ჩვეულებრივ 30 წლამდე ცოცხლობენ. თავისი 88 კბილის წყალობით შავი ზღვის დელფინი დღეში დაახლოებით 30 კილო თევზს ჭამს, მისი წონაა 500 კგ-მდე. დელფინის სხეულის ტემპერატურა ისეთივეა, როგორიც ადამიანის - 36.6 გრადუსი.

Zooclub

დელფინების ორსულობის პერიოდი დაახლოებით 12 თვე გრძელდება. დედალი დელფინი ჩვეულებრივ ერთ შვილს აჩენს, რომლის სიგრძე 50-60 სმ-ია და რომელსაც ის გარკვეული ხანი მზრუნველად დარაჯობს.

დელფინების ინტელექტი

არის აზრი, რომ ყველაზე ჭკვიანი ცხოველი დელფინია. როდესაც წინა საუკუნის შუა წლებში დელფინების შესწავლა და გაწვრთნა დაიწყეს, ამ სამუშაოს პირველი რეზულტატი ისეთი საკვირველი აღმოჩნდა (ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ, წერდნენ და ფილმებსაც იღებდნენ), რომ თანდათან შედგა ლეგენდა დელფინის უცნაურად მაღალი ინტელექტის შესახებ. ხშირად შეიძლება გაგეგოთ, რომ ისინი არ არიან ადამიანებზე სულელები, უბრალოდ მათ სხვანაირი ტვინი აქვთ. მოზრდილი დელფინის ტვინი 1 700 გრამს იწონის, ხოლო ადამიანის - 1 400.

Zooclub

დელფინის ტვინის ქერქში ორჯერ მეტი ხვეულებია, ვიდრე ადამიანისაში. ამავე დროს, მისი ნივთიერების კუბურ მილიმეტრში ნაკლები ნეირონებია (ნაკლები, ვიდრე პრიმატების ტვინში). დელფინების ქცევის და ტვინის ფიზიოლოგიის გამოკვლევის შედეგები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ზოგი მათი სწავლის უნარს ძაღლის დონეზე აყენებენ და აღნიშნავენ, რომ შიმპანზემდე ძალიან შორს არიან.

დელფინთან ურთიერთობის დროს თვისებების გამოკვლევისას პირიქით, მძლავრობს აზრი, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ მიახლოებული სიცოცხლის ამ ფორმასთან და დელფინის ინტელექტის შიმპანზესთან შედარება უბრალოდ არაკორექტულია.

Zooclub

დელფინის ტვინის ერთ-ერთი თვისება სრულიად უნიკალურია: მათ პირდაპირი მნიშვნელობით არასოდეს არ სძინავთ. მათ სძინავთ მორიგეობით, იძინებს ან მარჯვენა სფერო, ან მარცხენა. სუნთქვის გამო დელფინს აუცილებლად სჭირდება გარკვეული დროით ზედაპირზე ამოსვლა. სამაგიეროდ ღამით ამაზე ტვინის ფხიზელი ნახევარსფეროები აგებენ პასუხს. ცნობილია, რომ ბრიტანული ჯარისკაცები დელფინებს დივერსანტებად იყენებდნენ.


ძაღლი

ძაღლი - თითქმის 10 000 წლის წინ იქნა მოშინაურებული. მას შეუძლიათ გაიგოს 250 სიტყვა და ჟესტი, დაითვალოს 5-მდე, ასევე შეასრულოს მარტივი მათემატიკური მოქმედებები.

Zooclub

ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, ყოველთვის ახლსაა, ყოველთვის გამოგიწვდის თათს და გააქიცინებს კუდს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ჭკვიანი ძაღლი არის პუდელი.


კატები

კატა - ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ცხოველია.

Zooclub

მოგიყვებით ერთ საინტერესო ისტორიას, ნაცნობს ჰყავდა სისუფთავის მოყვარული კატა. მიაჩვიეს ის უნიტაზის გამოყენებას და უფრო მეტიც, გამოსვლამდე ჩარეცხვაც ასწავლეს. დიდხას არეგულირებდნენ ღილაკს, რომ სუსტი დაჭერითაც ემოქმედა. მაგრამ ერთხელაც დიასახლისმა შეამჩნია, რომ კატა, რომელიც თავის საქმეებზე შევიდა ტუალეტში დიდხანს არ გამოვიდა. მან შეიხედა იქ და გაოცებული დარჩა. კატა (ნახევარი საათის განმავლობაში) აჭერდა ჩარეცხვის ღილაკს თათს და აყურადებდა ხმას, და მერე ისევ განმეორებით აჭერდა.. _ ცივი წყალი იმ საღამოს გათიშული იყო.


ვირთხები

თაგვებმა და ვირთხებმა, რომელთაც ადრე ცდებისთვის იყენებდნენ, ჩვენს დროს დიდი პოპულარობა მოიპოვეს შინაური ცხოველების სახით. განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. ამიტომ სულ უფრო ხშირად ეს ცხოველები ვეტკლინიკების პაციენტები ხდებიან.

Zooclub

ვირთხები ძალიან ჭკვიანები არიან (შედიან 10 ყველაზე ჭკვიან ცხოველთა რიცხვში) , მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 2.5-3 წელია.
არასოდეს არ ღირს ვირთხებისთვის, ან მათი პატარებისთვის რაიმეს დაშავება, შურისძიება იციან. მათი შარდი შეიცავს მავნე ნივთიერებას, რომელსაც მხოლოდ შურისძიებისას გამოყოფენ. ვირთხები იჭერენ ტალღებს. ეს შეიძლება შევამჩნიოთ მაშინ, როდესაც ისინი თვალმოუშორებლად უყურებენ ერთ წერტილს, ხოლო მათი თავი მოძრაობს სხვადასხვა მხარეს (მარჯვნივ, მარცხნივ).

Zooclub

ვირთხებს ძალიან აქტიურები არიან და უყვართ პატრონთან თამაში. თუმცა აქტიურობას ყველაზე მეტად ღამით ავლენენ.


ყვავი

ყვავი - ჩიტებში გენიოსია, ყველაზე ჭკვიანი ფრინველია. ვირტუოზია ქურდობის მხრივ, იპარავს ყველაფერს, რაც ცუდად და არც ისე ცუდად დევს. ყვავები მხოლოდ წვრილმანი ქურდები კი არ არიან, არამედ ბარტყებსაც იპარავენ. ისინი ხშირად ერთიანდებიან გუნდებად იმისათვის, რომ ხელში ჩაიგდონ ნადავლი, რომელსაც სათითაოდ ვერ მოერევიან. მაგალითად ერთი ყვავი ურთიერთობს საწყალ ჩიტთან, ხოლო მეორე ამ დროს პარავს ამ ჩიტს კვერცხს, ხოლო თუ ჩიტი სუსტია, მაშინ გამტაცებელი უბრალოდ აგდებს კვერცხს ბუდიდან. ყვავისთვის ნაცნობია რა არის გრავიტაცია. როდესაც ის ვერ ტეხავს ნიჟარას, ან კაკალს ნისკარტის საშუალებით, მას ის ააქვს ცაში და აგდებს მაგარ ზედაპირზე (ქვაზე, ასფალტზე). ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ფრთოსანი გენიოსი კარგად ერკვევა გრუნტში, შეუძლია გაარჩიოს რბილი ქვიშა ქვისგან. კიდევ ყვავებს შეძლიათ დათვლა ხუთამდე, მაგრამ აი შემდგომ დათვლაში უკვე პრობლემა აქვთ.

Zooclub

ბუდეს ყვავები იკეთებენ გაზაფხულზე, მაშინ იქ მიაქვთ ყველაფერი, რაც ბრჭყვიალებს. მასში შეიძლება იპოვოთ მედალიონები, მოოქროვილი ნივთები, ლითონის მავრთულები. იყო შემთხვევა, როდესაც ჩიტების გენიოსმა თავისი საცხოვრებელი დისერტაციის ხელნაწერით მოიწყო. ყვავები ბუდეს ხმელი ფოთლებითაც აკეთებენ, ასევე შალით, ბალახით, ძონძებით, ამ საპასუხისმგებლო საქმეში მონაწილეობას იღებს ორივე, დედალი და მამალი. ჩვეულებრივ ისინი 4-5 კვერცხს დებენ, რომელიც ცისფერი-მომწვანო ფერისაა.

Zooclub

მათი ბახალების მიჩვევა ადამიანს ადვილად შეუძლია და ადამიანებთან ურთიერთობით ისინი ინტელექტს იმაღლებენ. მათ შეუძლიათ მოხადონ ქუდი სტუმარს, მიიტანონ ჩანგალი და კოვზი მაგიდასთან. მიჩვეული ყვავის პატრონმა უნდა საგულდაგულოდ დამალოს ძვირფასი ნივთები, რადგან ამ ჩიტის გადაჩვევა ქურდობისგან შეუძლებელია.


ციყვები


ციყვები ჭკვიან ცხოველებად ითვლებიან. დასახლებულ პუნქტებში მათ შეუძლიათ იკვებონ ჩიტებისთვის განკუთვნილი საკვებურებიდან, თესლების ძებნისას ამოთხარონ მცენარეები და დასახლდნენ სათავსოებში, როგორიცაა მაგალითად მანსარდები.
ციყვები შეიძლება მიაჩვიოთ ხელიდან კვებას.

Zooclub


იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ ზედმეტი საკვების შენახვა, ისინი ყოველთვის გამოგართმევენ იმდენს, რამდენსაც მიაწვდით. თუ ადამიანი დაიწყებს ციყვის დაპურებას, ციყვი მასთან აუცილებლად დაბრუნდება ერთი დღის შემდეგ, რომ მორიგი პორცია გამოართვას. ციყვებმა, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქების პარკებსა და ბაღებში დიდი ხანია გაითავისეს ის, რომ ადამიან კვების წყაროს წარმოადგენს.

Zooclub

ეს წითური ცხოველები, იმაზე მეტად ჭკვიანები არიან, ვიდრე ბევრს ჰგონია. მეცნიერებმა ლაბორატორიის პირობებში სცადეს გამოერთმიათ ციყვებისთვის საჭმელი და უნდა ითქვას, რომ მათგან თავგანწირულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ეს ციყვებს ახასიათებს როგორც ცხოველებს, რომელთაც შეუძლიათ დაიცვან თავი და "საკუთრება". სამწუხაროდ ეს თვისება ყველა "შეგნებულ ადამიანს" არ გააჩნია.

Zooclub


ღორი

ღორი ასევე შედის "ყველაზე ჭკვიან ცხოველთა" რეიტინგში.ღორები ადვილად ეჩვევიან დღის განრიგს, რაც საკმაოდ აადვილებს მათ მოვლას.

როგორც ბევრი სხვა ცხოველი, ღორები მშვენივრად გრძნობენ დროს. ეს განსაკუთრებით ვლინდება ჭამის წინ: ჭამამდე ზუსტად რამოდენიმე წუთით ადრე ცხოველები შფოთვას იწყებენ და იყურებიან იქით, საიდანაც უნდა მოვიდეს ადამიანი, რომელმაც მათ საკვები უნდა მოუტანოს.

Zooclub

რაც არ უნდა პარადოქსალური იყოს, ამ ცხოველების "ინტელექტი" ხანდახან წარმოადგენს მუხრუჭს ღორების საკითხში მეცხოველეობის განვითარებისას. ფერმაში მცხოვრებ ცხოველებს არ უყვართ არსებული წესრიგიდან გადახვევა. ტაშის შემოკვრაც კი გოჭების მომენტალურ რეაქციას იწვევს - ცხოველები მაშინვე თავს ანებებენ ჭამას და თითქოს რაღაც უცხოს და საშინელების მოლოდინში შეშდებიან.

Zooclub

მხოლოდ რამოდენიმე ცხოველი უკვე 30-40 წამის მერე კვლავ აგრძელებს თავის საქმეს, ხოლო უმეტესობა 2-3 წუთით მაინც ინარჩუნებენ ამ ღელვის განცდას.

შემთხვევით არ აღუნიშნავს ნობელის პრემიის ლაურეატ, აკადემიკოს ი. პავლოვს, რომ "ყველაზე ნერვიული ცხოველი არის ღორი".


რვაფეხა


რვაფეხა ბუნებრივი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ის ბინადრობს ქვებს შორის, კლდეებში და წყალმცენარეებში. მათი უსაყვარლესი სამალავი ცარიელი ნიჟარებია. დილით ის ნაკლებად აქტიურია ვიცრე ღამით, ამიტომ ის ღამის ცხოველად ითვლება. ის მორცხვია, მყვინთავის, ან აკვალანგისტის მიახლოებაზე ჩვეულებრივ იმალება ქვების ქვეშ. ადგილი, სადაც ცხოვრობს ძალიან სუფთად აქვს მოვლილი: ასუფთავებს, საჭმლის ნარჩენები და ნაგავი გარეთ გააქვს. სამაგიეროდ შიგნით მიათრევს ყველაფერს, რასაც ფსკერზე იპოვის. მთავარია, რომ შესასვლელი ყელი იყოს ვიწრო, შიგნით კი ფართე. მას შეუძლია ყუთებშიც დასახლდეს, ბიდონებშიც, მანქანის საბურავებში და რეზინის ჩექმებში. მტრის მოახლოებისას თავს გაქცევით შველის, იმალება კლდეების ნაპრალებში და ქვების ქვეშ.

Zooclub

რვაფეხებს აქვთ დამცავი - ავტოტომია: მტრის მიერ დაჭერილი საცეცები შეიძლება მოწყდეს კუნთების წყალობით, რომელიც ასეთ შემთხვევაში საკუთა თავს თავად ხლეჩენ. ყველაზე "ჭკვიანი" უხერხემლოებს შორის მოთვინიერებას ექვემდებარება, აქვს შესანიშნავი მეხსიერება, არჩევს გეომეტრიულ ფიგურებს - პატარა კვადრატს არჩევს შედარებით დიდისგან, სწორკუხედს, რომელიც დგას ვერტიკალურად არჩევს სწორკუთხედისგან, რომელიც დგას ჰორიზონტალურად., წრეს კვადრატისგან, რომბს სამკუთხედისგან. ცნობს ადამიანებს, ეჩვევა მათ, ვინც აჭმევს.

Zooclub

თუ რვაფეხასთან საკმაო დროს გაატარებთ, ის მოშინაურდება. სწავლის შესანიშნავი უნარი აქვს. იზამთრებს შედარებით ღრმა წყლებში, ხოლო ზაფხულში გადმოდის მეჩხერ წყალში.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში იაპონიის სანაპიროსთან ჩაიძირა გემი, რომელიც ძვირფასი ჩინური ფაიფურით იყო დატვირთული. მთელი ტვირთი აღმოჩნდა იმდენად ღრმად ფსკერზე, რომ მყვინთავებმა ვერ შეძლეს იქამდე ჩაღწევა. თითქმის ასი წლის წინ ერთ მეთევზეს მოუვიდა იდეა, რომ ფაიფურის ფსკერიდან ამოსატანად რვაფეხები გამოეყენებინა. რვაფეხებს მიამაგრეს თოკები და ჩაუშვეს. გარკვეული დროის განმავლობაში, როდესაც რვაფეხებმ უკვე დაიგულეს თავშესაფრად ფაიფურის ლარნაკები, მოსწიეს თოკი. რვაფეხები ძლიერად ეჭიდებოდნენ იმას, რასაც თავშესაფრად თვლიდნენ და ისინი ამ ტვირთთან ერთად ამოყავდათ ზედაპირზე.




tata
ფისუკა ყველაძე ჭკვიანი ცხოველია,მიყვარს ფისუკები :)
RUSA
ტუტიყუსჰი არაა ჯკვიანი?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?