თხამ, სახელად მერკელი, თემურისგან თიკანი გააჩინა
თხამ, სახელად მერკელი, თემურისგან თიკანი გააჩინა
მოსკოვის რეგიონში მცოხვრებმა თხა მერკელმა, რომელიც 2016 წელს ზღვისპირა საფარი-პარკში სახელგანთქმულ თემურს მიუყვანეს, თიკანი გააჩინა.

როგორც "РИА Новости"-ის პარკის დირექტორმა, დიმიტრი მეზენცევმა განუცხადა, თხას ერთი მამალი თიკანი გაუჩნდა.

”ის იზრდება, მაგრამ სახელი ჯერ არ დაურქმევიათ. დაე, პატრონმა თავად დაარქვას სახელი”, - ამბობს მეზენცევი.

მან დაამატა, რომ ამჯერად გროვდება საჭირო საბუთები და მალე დედასა და ციკანს სახლში გაამგზავრებენ.

თხა თემურის საუკეთესო მეგობრის კონკურსი შარშან გაზაფხულზე ჩატარდა. ცხოველმა მეგობრად სამი თხიდან ერთ-ერთი აირჩია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?