10 მიზეზი იმისა, რომ ბავშვები აუცილებლად უნდა იზრდებოდნენ შინაურ ცხოველებთან ერთად
10 მიზეზი იმისა, რომ ბავშვები აუცილებლად უნდა იზრდებოდნენ შინაურ ცხოველებთან ერთად
რამდენჯერ გთხოვათ შვილმა აგეყვანათ კატა ან ძაღლი? ალბათ მილიონჯერ. და ყოველ ჯერზე უარს ეუბნებოდით, რადგან გეგონათ, რომ ცხოველი ბევრ მოვლას მოითხოვს.

იქნებ ამ სტატიამ კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ სახლში შინაური ცხოველის მოყვანის შესაძლებლობაზე. ოღონდ თქვენი ბავშვის პასუხისმგებლობით, რა თქმა უნდა.

1. ეს ასწავლის მათ პასუხისმგებლობას.

ცხოველს აუცილებლად სჭირდება მიხედვა და თვალყურის დევნება. დაე, თქვენმა ბავშვმა გაუსუფთაოს ცხოველს საცხოვრებელი, გაასეირნოს და ამოუტანოს საკვები მაღაზიიდან. ამგვარად, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.


2. შინაური ცხოველი დაეხმარება თქვენს ბავშვს იყოს უფრო თავდაჯერებული.

ცხოველები ბავშვებისთვის იგივეა,
რაც ადამიანები. ბავშვები მათი ნდობის მოპოვებას და მათთან დამეგობრებას ცდილობენ. მათ ეთამაშებიან და ესაუბრებიან, მათთან
ერთად დიდ დროს ატარებენ და სრულფასოვან მეგობრებად აღიქვამენ. თუმცა, ბავშვებისგან განსხვავებით, ცხოვეელები არ სჯიან, ისინი არ არიან სასტიკები და მათთან ურთიერთობა შესანიშნავი შანსია თქვენი ბავშვისთვის გახდეს ბევრად თავდაჯერებული და კომუნიკაბელური.


3. ბავშვები სწავლობენ იყვნენ უფრო გულუხვები.

ბავშვებს უყვართ კატისათვის ან ძაღლისთვის ძეხვის ნაწილის ან ნაყინის განაწილება. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები შეიძლება, სულაც არ ითხოვდნენ. ისინი ნება-სურვილით უნაწილებენ მათ საკვებსა და სასუსნავს.


4. ცხოველები ეხმარებიან ბავშვებს სასარგებლო ჩვევების განვითარებაში.

მაგალითად, ბავშვები, რომლებიც ძაღლებს ასეირნებენ, დღეში ორჯერ სეირნობას ეჩვევიან, რაც ძალიან სასარგებლოა მათი ჯანმრთელობისთვის.


5. ბავშვებს, რომლებიც ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ, უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ.


კვლევების თანახმად, ბავშვები, რომლებსაც ოჯახში შინაური ცხოველი ჰყავთ, ნაკლებად ვირუსდებიან, ავადმყოფობენ და ძლიერი იმუნიტეტი აქვთ.


6. შინაური ცხოველები დებსა და ძმებს აახლოებენ ერთმანეთთან.

პირველ რიგში, ისინი ისწავლიან შინაური ცხოველის მიმართ ყურადღების ერთმანეთში განაწილებას. ასევე, ისინი უფრო ხშირად ითამაშებენ ერთად.


7. ბავშვებს, რომლებიც შინაურ ცხოველებთან ერთად იზრდებიან, ნაკლებად ემართებათ ასთმა.

მეცნიერებს ჯერ არ აქვთ გარკვეული, როგორ მუშაობს ეს, მაგრამ ისინი ამტკიცებენ, რომ ცხოველებთან მუდმივი კონტაქტი ბავშვების ფილტვებს აძლიერებს და ასთმით დაავადების შესაძლებლობას ამცირებს.


8. ბავშვები, რომლებსაც ოთხფეხა მეგობარი ჰყავთ, ადვილად სწავლობენ კითხვას.

როდესაც პატარები უფროსების თანდასწრებით კითხულობენ წიგნებს, ეშინიათ, რომ შეეშლებათ და მუდმივად ელოდებიან შეცდომების შესწორებას. ეს მათ კითხვის ხალისს უნელებს. სხვა სიტუაციაა, როდესაც ისინი წიგნს ხმამაღლა უკითხავენ თავის ფუმფულა მეგობარს - მათ იციან, რომ არავინ გააჩერებთ, რადგან ცხოველი საუკეთესო მსმენელია.


9. ცხოველებთან ურთიერთობა მარტოობასთან ბრძოლაში ეხმარება.


ცხოველები ბავშვებისთვის შესანიშნავი კომპანიონები არიან. ისინი ერთად თამაშობენ, ერთად სძინავთ და ხან ერთად ჭამენ კიდეც. ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბავშვები ცხოველებს ესაუბრებიან და წარმოიდგენენ, რომ პასუხსაც კი იღებენ. ეს ყველაფერი ბავშვებს მარტოობის გრძნობის დაძლევაში ეხმარება.

10. ცხოველები ეხმარებიან დაძაბულობის მოხსნაში.


ბავშვები მათ თავის დარდს უზიარებენ, ანდობენ საიდუმლოებსა და განცდებს. მათ იციან, რომ თავისი ოთხფეხა მეგობრები არასოდეს უღალატებენ. ამგვარად, ცხოველები ბავშვებს ზედმეტი დაძაბულობის მოხსნაში ეხმარებიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?