კენგურუ ავსტრალიელ ველოსიპედისტს გადაახტა (+ვიდეო)
კენგურუ ავსტრალიელ ველოსიპედისტს გადაახტა (+ვიდეო)
ავსტრალიაში მცხოვრებმა ბრიტანელმა პიტერ ჯეიმს რობერტსმა შეძლო ვიდეოზე აღებეჭდა, თუ როგორ გადაახტა კენგურუ ველოსიპედისტს. ამის შესახებ ინფორმაციას "Daily Mirror"-ი აქვეყნებს.

მამაკაცი ნაცნობებთან ერთად ველოსიპდით სასეირნოდ წავიდა. საბარგულზე დამაგრებული კამერა მის მომდევნო ველოსიპედისტს, ქალაქ ადელაიდის მცხოვრებ, მაიკლ ბლანდს იღებდა.

მოულოდნელად, ბუჩქებიდან კენგურუ გადმოხტა, ველოსიპედისტს თავზე გადაევლო და გზის მეორე მხარეს გაიქცა. ბლანდი დაიხარა, მაგრამ შეჩერება ვერ მოასწრო.

რობერმა უიშვიათესი მოვლენის ჩანაწერი ფეისბუქზე დადო და აღნიშნა, რომ ბლანდს მართლაც, ძალიან გაუმართლა.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?