ირემი აკითხავდა ოჯახს, რომელმაც მისი სიცოცხლე მონადირეებისგან იხსნა
ირემი აკითხავდა ოჯახს, რომელმაც მისი სიცოცხლე მონადირეებისგან იხსნა
ნორვეგიის დასავლეთით ოჯახმა ველური ირემი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. მათ ის მონადირეებს ფაქტობრივად გამოსტაცეს ხელიდან. მადლიერების ნიშნად, ირემი ყოველდღე მიდის თავის გადამრჩენლებთან. ცხოველი უკვე ნაცნობი გახდა, თუმცა, ადამიანების მაინც ეშინია და ცდილობს, მათგან თავი შორს დაიჭიროს.

ირმის ხორცი დელიკატესია, მისგან გემრიელი კერძები მზადდება. სწორედ ამიტომ ირმებს განსაკუთრებით ემტერებიან მონადირეები. ადრე ირმები აქ მეტი იყო, თუმცა, მათგან უმრავლესობა მონადირეებმა იმსხვერპლეს.

ცხოველი ოჯახს უკვე სამი წელია სტუმრობს. როგორც წესი, ზაფხულში
ის მთებში მიდის, ზამთარში კი ბრუნდება.

Zooclub

სამი წლის წინ ირემი მონადირეებმა დაჭრეს და ის ნორვეგიელმა ოჯახმა გადაარჩინა. მათ უბრალოდ არ მიუშვეს იარაღიანი ადამიანები დაჭრილ ირემთან და ის სახლში
წაიყვანეს, სადაც უვლიდნენ და გამოაჯანმრთელეს. ოჯახმა მას ფლიპენი დაარქვა, რაც ”მტირალას” ნიშნავს, რადგან მას თვალები მუდმივად ცრემლიანი აქვს.

"როდესაც ის ცეცხლთან მოდის, დგას და მელოდება. ის ყოველთვის გველოდება, როდის გავიღვიძებთ, რომ პური მივცეთ. ძალიან ლამაზია და უზარმაზარი რქები აქვს. ახლა უკვე მონადირეებისგან არავინ ცდილობს მის მოკვლას, რადგან ის ჩვენი მეგობარია", - ყვება ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეტტე კვამი.

Zooclub

ზამთარში ის ჩვენთან ხშირად მოდის. ზაფხულსა და გაზაფხულზე იშვიათად, რადგან შორს, მთებში მიდის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვიხარია მისი მოსვლა.

მეტტეს თქმით, ცხოველის უსაყვარლესი საკვები პურია. ადგილობრივ მაღაზიაში გამყიდვლები უფასოდაც კი გვაძლევენ პურს სპეციალურად ირმისთვის.
ცხოველმა უკვე სახელი გაითქვა, მაგრამ უცხოებს მაინც ახლოს არ ეკარება.


"ის ძალიან მორიდებულად იქცევა და უცხო ადამიანების ეშინია", - ამბობს კვამი.

Zooclub
...
გინდა ირმის ხორცი გიჭამიათ და გინდა ადამიანის ღორო მინადირეებოო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?