ცეცხლოვანი ცეკვა თხებისთვის - 50 წლის ფერმერი ინტერნეტის ახალი ვარსკვლავი გახდა! (+ვიდეო)
ცეცხლოვანი ცეკვა თხებისთვის - 50 წლის ფერმერი ინტერნეტის ახალი ვარსკვლავი გახდა! (+ვიდეო)
ჯეი ლავერი 26 წლის მანძილზე ცხოვრობდა და მუშაობდა ნიუ-იორკის აეროპორტში. ასევე, ის იყო კომედიანტი და თარჯიმანი, მიიღო ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში. მაგრამ 2.5 წლის წინ მამაკაცი თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, იყიდა ფერმა და სოფლის ცხოვრებით ტკბება. ჯეის ფერმაში იხვები, ცხვრები, თხები და ინდაურები ჰყავს.

30 დეკემბერს მან სოციალურ ქსელში დადო ვიდეო, სადაც ფერმის დალაგებისას თხებისთვის იცეკვა! დაახლოებით 2 კვირაში ჯეი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა! ის ხშირად იღებს ”გიჟურ რამეებს” და მეგობრებისთვის აქვეყნებს. სოცქსელის მომხმარებლების ყურადღება განსაკუთრებით ამ ცეკვის ისტორიამ მიიპყრო.

15 წლის წინ
ჯეიმ ზურგის სერიოზული ტრავმა მიიღო, რასაც იოგით, მედიტაციითა და ცეკვებით ებრძვის! რამდენიმე ოპერაციის შემდეგაც კი
მამაკაცი წელის არეში მუდმივ ტკივილს გრძნობს. მას იმედი აქვს, რომ ეს ვიდეორგოლი ყველას გაამხნევებს და შთააგონებს, რომ ტკივილის მიუხედავად, მთვარი მოძრაობაა!

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?