ჭიანჭველების რამდენიმე ახალ სახეობას სახელი “სამეფო კარის თამაშების” გველეშაპების საპატივცემულოდ დაარქვეს
ჭიანჭველების რამდენიმე ახალ სახეობას სახელი “სამეფო კარის თამაშების” გველეშაპების საპატივცემულოდ დაარქვეს
ოკინავას (იაპონია) სამეცნიერო-ტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერებმა ჭიანჭველების ორ ახალ სახეობას ცნობილი სერიალი “სამეფო კარის თამაშებიდან” ორი გველეშაპის - დროგონისა და ვიზერიონის სახელი დაარქვეს.

ახალი სახეობების სრული დასახელება ასე ჟღერს: Pheidole drogon და Pheidole viserion. გამოკვლევა ჟურნალ "PLoS ONE"-ში დაიბეჭდა.

ახალი სახეობის ჭიანჭველები პაპუაში (ახალი გვინეა) აღმოაჩინეს. გველეშაპებთან მათი გარეგნობის გამო შეადარეს: მათ საკმაოდ მსხვილი თავი, კარგად განვითარებული მუსკულატურა, ზურგსა და მხრებზე უცნაური საცეცები აქვთ, რაც მათ მტაცებლებისგან იცავს.
დროგონი (Pheidole drogon) შავი შეფერილობისაა, ხოლო ვიზერიონი (Pheidole viserion) - ქარვისფერ-ყვითელი, რაც დეიენერისის გველეშაპების
ფერებს ემთხვევა.

Zooclub

Pheidole -ის ჯგუფის ჭიანჭველების ცხოვრებიდან ის არის ცნობილი, რომ ისინი ქმნიან კოლონებს, რომლებსაც
შეადგენენ დედოფალი, საშუალო (2-6 მილიმეტრი) ზომის მუშა ჭიანჭველები და უფრო დიდი ზომის დიდი თავის მქონე “ჯარისკაცები”.

ავტორი, ელი სარნატი აღნიშნავს, რომ თავიდან ის მეუღლეს სთხოვდა მწერებისთვის სახელის მოფიქრებას, თუმცა, სარნატის თანამშრომლებმა, რომლებიც “სამეფო კარის თამაშების” ერთგული მაყურებლები აღმოჩნდნენ, ახალი სახეობებისთვის სერიალის არსებების სახელების დარქმევა შესთავაზეს.

მეცნიერმა აღიარა, რომ შემდეგი ბიოლოგიური სახეობისთვის, როგორც ცოლს მისცა პირობა, სახელს მას შეარჩევინებს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?