დიდმა კუმ უცხო სახლში ხანძარი გააჩინა
დიდმა კუმ უცხო სახლში ხანძარი გააჩინა
ქალაქ სან-ანტონიოში (ტეხასის შტატი, აშშ) დიდი ზომის კუმ თავისი პატრონის მეზობლის სახლში ხანძარი გააჩინა.

დიდი შინაური კუ ბიტსის გალია ორ სახლს შორის ეზოში იდგა. ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც კუმ გალიაში დაყენებული გამათბობელი ლამფა ლეიბზე გადმოაგდო. შედეგად, დასაფენი აალდა და მალე ალი მეზობელ შენობებზე გადავიდა.

ალმოდებულ სახლში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 2 ბავშვი. ყველა გადარჩა, მაგრამ შენობა სერიოზულად დაზიანდა. ზარალმა 150 00 დოლარს მიაღწია. პატრონის სახლმა მინიმალური ზიანი მიიღო, თავად კუს კი მსუბუქად დაეწვა თათი. მისმა პატრონმა მომხდარს საშინელი შემთხვევითობა
უწოდა. მისი თქმით, კუ მათთან ერთად უკვე 15 წელია ცხოვრობს, იგი მის თვალწინ გაიზარდა და
მთელ ოთახს ძალიან უყვარს.
გიორგი
ჯერ ერთი, ვინ აყენებს გალიაში გამათბობელ ლამპას? კუს გადააბრალა თავისი სირეგვენე...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?