თავშესაფარში მყოფი ცხოველები თავად არჩევენ საშობაო საჩუქრებს (+ვიდეო)
თავშესაფარში მყოფი ცხოველები თავად არჩევენ საშობაო საჩუქრებს (+ვიდეო)
რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ცხოველების ერთ-ერთმა თავშესაფარმა აქცია მოაწყო. მათ მორთეს ნაძვის ხე და მის ქვეშ სხვადასხვა სათამაშო მოათავსეს. მომვლელებს ნაძვის ხესთან სათითაოდ მიჰყავდათ თავშესაფრის ბინადარი ცხოველები, რომლებსაც შეეძლოთ, ნებისმიერი ნივთი თავად შეერჩიათ. 

უდავოა, ამ ცხოველების ნამდვილი საშობაო სურვილი სათამაშოს მიღება არ ყოფილა, მათი ოცნება მზრუნველი პატრონი და თბილი სახლი იყო, სწორედ ამას ემსახურებოდა ეს კამპანიაც.

საშობაო ვიდეო, მართლაც რომ, ეფექტური აღმოჩნდა და თავშესაფრიდან რამდენიმე ცხოველი გაჩუქდა. მათ შორის:  ჯანგო, სნუპი, ჰეიმი, ბოსი და ლუნა, რომლებსაც ოცნება აუხდათ და შობა-ახალ წელს
მზრუნველ პატრონებთან ერთად შეხვდებიან.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მამაკაცს ასაკოვანი და ავადმყოფი ძაღლები თავშესაფრიდან სახლში
მიყავს, რათა სიცოცხლე გაუხანგრძლივოს


ახალგაზრდების ორიგინალური აქცია და დაგეგმილი ფოტოსესია/გაჩუქება გორის თავშესაფარში

წყვილმა ცხოველების თავშესაფარში დარჩენილი უკანასკნელი ძაღლი აიყვანა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?