სპლიყვი იმდენად პატარა იყო, რომ ორმოდან ვერ ამოდიოდა... (+ვიდეო)
სპლიყვი იმდენად პატარა იყო, რომ ორმოდან ვერ ამოდიოდა...  (+ვიდეო)
აღმოსავლეთ ცავოს (კენია) ეროვნულ პარკში ადამიანებმა სპლიყვი ორმოდან ამოიყვანეს. პატარა იქიდან ვერ ამოდიოდა.

ბუნების დაცვის ორგანიზაციის (David Sheldrick Wildlife Trust) თანამშრომლები, რომლებიც კენიაში ცხოველების პოპულაციის დაცვით არიან დაკავებულნი, ახალშობილ სპლიყვს დაეხმარნენ. ცხოველი ადამიანების მიერ წყლის შესაგროვებლად გათხრილ ორმოში ჩავარდა. 

სპლიყვი, რომელიც ასაკით კვირაზე მეტის იყო, ვერ ამოდიოდა პატარა ორმოდან, ვერც დედამ შეძლო მისი დახმარება.

Zooclub

ადამიანები დასახმარებლად შვეულმფრენით მივიდნენ. რამდენიმე წუთში სპლიყვი უკვე თავისუფალი იყო და დედასთან ერთად იქაურობას გაეცალა.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?