ფინელ ძაღლებს მგლისგან წიწაკით დაიცავენ…
ფინელ ძაღლებს მგლისგან წიწაკით დაიცავენ…
"BBC News"-ის ცნობით, ფინურ ქალაქ ნურმეში მცხოვრები ძაღლები მგლებისგან თავდასაცავ სპეციალურ ტანსაცმელს ჩაიცვამენ.

შინაური ცხოველები გამოეწყობიან ჟილეტებში, რომელშიც ცხარე წიწაკის ფხვნილი არის დატანებული. კბენის შემდეგ წიწაკა მტაცებლის ცხვირპირსა და ხახაში აღმოჩნდება, რაც, როგორც წესი, საკმარისია მგლების დაშინებისთვის.

ჟილეტის გამომგონებელი იუსი არო დაახლოებით 10 წელია, მგლებთან ბრძოლის არალეტალურ საშუალებებზე მუშაობს. მან ქალაქი ნურმესი თავისი გამოგონების გამოსაცდელად გამოიყენა იმიტომ, რომ ამ ქალაქის შემოგარენში მგლების პოპულაცია განსაკუთრებით მაღალია.
წლის დასაწყისიდან აქ 32 ძაღლი დაგლიჯეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს ბავშვებისა და შინაური ცხოველების ქუჩაში გამოშვების ეშინიათ.
აკელა-ს
არალეტალური საშუალებები უნდა ვეძებოთ. ადამიანმა არ უნდა გაანადგუროს მგელი. ცხოველები ერთმანში მორიგდებიან და ჩვენ ცოტა ადმაიანურად უნდა მოვიქცეთ..
აკელა
მგელს უნდა ჟაკანი და არა წიწაკა და მიხაკ-დარიჩინი! ბავშვებსაც რომ დაუთოხლავებენ, ისვან მერე წიწაკა და ღვარონ ცხარე ცრემლი!
ფხიიიფხიიიი
აქაც არ იქნება ურიგო,თუნდაც მინდორში გაშვებული საქონელისთვის!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?