ავსტრალიაში კოალა დახრჩობას გადაარჩინეს (+ვიდეო)
ავსტრალიაში კოალა დახრჩობას გადაარჩინეს (+ვიდეო)
ავსტრალიელმა, მუზამილ პატელმა ცხოველი მდინარეში შეამჩნია და მაშინე მის დასახმარებლად გაეშურა.

”სხვა ვარიანტი არ იყო, - ამბობს ის, - მე უნდა ჩავრეულიყავი კოალას გადასარჩენად. ის ძალაგამოცლილი იყო და მალე დაიხრჩობოდა”.

მამაკაცმა ცხოველს ტოტი გაუწოდა და ასე ნაპირთან ახლოს მოაცურა. შემდეგ კი წყალში შევიდა, ცხოველს ქეჩოში მოკიდა ხელი ისე, რომ არ დაეფხაჭნა.

მუზამილმა და მისმა მეგობარმა გადარჩენილ კოალასთან ერთად ფოტოები გადაიღეს, რის მერეც ის ნაპირზე დატოვეს და წავიდნენ. როდესაც დაბრუნდნენ, ცხოველი იქ აღარ იყო.


იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?