"ოჯახმა გველი (პოლოზი), რომლის სიგრძე 1.8 მეტრს აღემატებოდა, ასე ვთქვათ, არაოფიციალურად დაიქირავა, იმისათვის რომ მათ საქათმეში მღრღნელები დაეჭირა", - ყვება კიმ რატლეიჯი. თუმცა, მალე ის ცენტრში დააბრუნეს.
იმისთვის, რომ გველი სხვაგან არ წასულიყო, მისი ყურადღების მისაპყრობად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიწაზე კარის სახელური დადეს, როგორც “ყალბი კვერცხი”.
მაგრამ ამ ტაქტიკას ცუდი შედეგი მოყვა, რადგან გველმა კვერცხის შეჭმა გადაწყვიტა.
ნათელი იყო, რომ
ის WRC-ში რამდენიმე თვის განმავლობაში იყო.
“ჩვენ პაციენტებს სახელს არ ვარქმევთ, მაგრამ ამ გველს სახელური დავარქვით”.
როგორც იქნა, “სახელური" გამოჯანმრთელდა. ის დაუბრუნეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰყავდათ გველი საქათმეში მღრღნელების დასაჭერად, მაგრამ, რა თქმა უნდა - ყოველგვარი სახელურების გარეშე.
“ეს გველი ძალიან საყვარელი, ისტორია კი ღიმილისმომგვრელი იყო”, - ამბობს რატლეიჯი.