გინახავთ გაცეცხლებული ბეჰემოთი?! ნახეთ, როგორია ამ მშვიდი ცხოველის თავდასხმა… (+ვიდეო)
გინახავთ გაცეცხლებული ბეჰემოთი?! ნახეთ, როგორია ამ მშვიდი ცხოველის თავდასხმა… (+ვიდეო)
26 წლის ვიკუს სერონი მოზამბიკიდან მანქანით ბრუნდებოდა. კრიუგერის ნაციონალურ პარკს რომ მიუახლოვდა, ბეჰემოთი შეამჩნია, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქცია. მამაკაცმა იფიქრა, რომ ცხოველი მიჩვეული იყო ადამიანებს და არც მას შეამჩნევდა.

”უეცრად ჰიპოპოტამი შემობრუნდა და ჩემკენ გამოიქცა", - ყვება სერონი ჟურნალისტებთან საუბრისას, - "მივხვდი, რომ ის არ გაჩერდებოდა და შეჯახებისთვის მოვემზადე”.

ცხოველი მანქანას დაეჯახა და მაშინვე გაშორდა. მანქანა სერიოზულად დაზიანდა. გარდა ამისა, მანქანაზე ცხოველის კბილების კვალი დარჩა. სერონი თვლის, რომ მას გაუმართლა, რადგან გვერდიდან დარტყმის შემთხვევაში მანქანა შეიძლება ხრამში გადავარდნილიყო.

იხილეთ
ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?