”ცხოველთა დამცველების ალიანსმა” მოსკოვში ქურქის საწინააღმდეგო აქცია გამართა (+ფოტო&ვიდეო)
”ცხოველთა დამცველების ალიანსმა” მოსკოვში ქურქის საწინააღმდეგო აქცია გამართა (+ფოტო&ვიდეო)
25 ნოემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიური კამპანიის ჩარჩოებში აქციები ”ანტიქურქის პარასკევი” (Fur Free Friday) ჩატარდა.

ეს კამპანია მასობრივ წინასაახალწლო გაყიდვებს ემთხვევა და ცნობილია, როგორც ”შავი პარასკევი”.

უკვე მრავალი წელია, აქტივისტები ამ დღეს ცდილობენ, საზოგადოებას მიაწვდინონ ინფორმაცია, რომ აუცილებელია ნატურალურ ქურქებზე უარის თქმა და შესაბამისად, უნდა აიკრძალოს ქურქის ინდუსტრია.

”მომხმარებლების მომრავლების პერიოდში, ”შავ პარასკევს”  ქურქების მაღაზიის (”ყინულის დედოფალი”) წინ ქურქის საწინააღმდეგო აქცია გავმართეთ, რითაც მისი მუშაობის პარალიზება მოვახდინეთ.

გამოსვლას სავაჭრო ცენტრის ათობით მოწმე დაეწრო და ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაფიქრდებიან ამ პრობლემაზე და
უარს იტყვიან ნატურალური ქურქის შეძენაზე.

დაცვამ ხუთი აქტივისტი დააკავა და გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გარკვეული
პროცედურების ჩატარების შემდეგ ყველა გაათავისუფლეს.

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ნატურალურ ქურქზე მოთხოვნა სწრაფად ეცემა. დარწმუნებულები ვართ, რომ დადგება დრო, როდესაც უკანასკნელი ცხოველების ფერმა სამუდამოდ დაიკეტება. ჩვენი ერთობლივი ამოცანა კი ამ პროცესის დაჩქარებაა”, - დაწერეს აქტივისტებმა სოციალური ქსელის გვერდზე.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
kora
უნდა აიკრძალოს ცხოველთა წამება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?