ფრინველმა მიმავალ მანქანას გველი ესროლა (+ვიდეო)
ფრინველმა მიმავალ მანქანას გველი ესროლა (+ვიდეო)
ავსტრალიაში მტაცებელმა ფრინველმა გზად მიმავალ მანქანას ცოცხალი გველი ესროლა.

მცირე სიმაღლეზე მფრენი ფრინველი, რომელსაც ბრჭყალებში გველი ეჭირა, ტრასის პარალელურად მიფრინავდა. როდესაც უახლოეს მანქანამდე რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, ფრინველმა მას უეცრად ნადავლი ესროლა და გაფრინდა.

მოულოდნელობისგან მანქანის მგზავრებმა შეჰკივლეს, მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ მათ არაფერი ემუქრებოდათ, ისტერიკული სიცილი ატეხეს.

სოციალური ქსელის მომხმარებლების აზრით, გველი რომ მოტოციკლეტისტს დასცემოდა, შედეგი ნაკლებ სასიამოვნო აღმოჩნდებოდა.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?