"თეთრი დათვი ძაღლს მიუახლოვდა, თავზე თათს უსვამდა, თითქოს ეფერებოდა..."
"თეთრი დათვი ძაღლს მიუახლოვდა, თავზე თათს უსვამდა, თითქოს ეფერებოდა..."
დევიდ დე მიულერი, ჩრდილოეთ კანადაში ტურისტებს გიდობას უწევს. მან შემთხვევით გადაიღო ამაღელვებელი ვიდეო, სადაც თეთრი დათვი ესკიმოსების ძაღლს ფრთხილად ეფერება.

როგორ ჩანს, პატრონმა ძაღლი დროებით ჰუდსონის ყურესთან დაბმული დატოვა, დათვმაც სწორედ ამ დროს შეამჩნია. 

გიდი დევიდ დე მიულერი მთელი ცხოვრება საყვარელი საქმიანობითაა დაკავებული - მას ბუნების მოყვარულები მიჰყავს კანადის ჩრდილოეთ რაიონში, სადაც თეთრი დათვები მრავლად არიან. ტურისტები ცხოველებს ფოტოებს უღებენ და ტკბებიან მათი სილამაზით, თუმცა, მსგავსი შემთხვევა დევიდმაც კი პირველად იხილა.

Zooclub

"ეს საოცარი სანახაობა იყო, ვერ ვიჯერებდი, რომ დედამიწაზე მცხოვრები
ყველაზე საშინელი მტაცებელი ასე თბილად განეწყობოდა შინაური ბინადრის მიმართ", - ამბობს დევიდი.

იხილეთ ვიდეო

ასევე
იხილეთ:

დათვმა თავის გალიაში კატა შეამჩნია, რაც მან გააკეთა, წარმოუდგენელია

თეთრი დათვი ძაღლს მიუახლოვდა, შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდ


პატრონისგან მიტოვებული სევდიანი ძაღლი დათვს დაუმეგობრდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?