ცხოველებს რომ პროფესია ქონდეთ....
ცხოველებს რომ პროფესია ქონდეთ....
არასოდეს გიფიქრიათ იმაზე, რომ ზოგი პროფესია სულაც არ უხდებათ ადამიანებს? რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბევრი მათგანი უბრალოდ იდეალური იქნებოდა გარკვეული სახეობის ცხოველისთვის.

აი, თავად ნახეთ!


ძაღლი - უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. იგი ნარკოკონტროლს განახორციელებდა.

თახვი - მშენებელი. გრანდიოზულ სამშენებლო პროექტებს უხელმძღვანელებდა.

თუთიყუში - თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ჭიანჭველები - სეზონური მუშაკები. აქეთ კარტოფილს აიღებდნენ, იქით სოკოს დაკრეფდნენ.

ლეოპარდი - ოლიმპიურ თამაშებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა.

მტრედი
- ფოსტალიონი. ტყუილად კი არ არსებობს ”მტრედის ფოსტა”.

გორილები - მცველები. ასეთ დაცვას ვერ მოელაპარაკები.

ფარშევანგი - მოდელი იქნებოდა. პოდიუმზე ამაყად ივლიდა. სილამაზე საშინელი ძალაა, ხომ მართალია?

სპილოსგან - შესანიშნავი მეხანძრე
გამოვიდოდა. პრობლემის გადასაწყვეტად ხორთუმის ერთი აქნევა სრულიად საკმარისი იქნებოდა.

ბუები - ღამის დარაჯებად გადაიქცეოდნენ. ”სდექ! ვინ მოდის?!”

ქამელეონებს - პოლიტიკოსის როლი ერგებოდათ. ხვდებით ალბათ რატომაც…

ბოცვერი - შესანიშნავი პორნოვარსკვლავი. Playboy ასეთ კონკურენციას ვერ გაუმკლავდება.

ბულბული - სიმღერებით გაგვართობდა.

დელფინები - სანაპიროს მაშველები იქნებოდნენ.

კატები - თავისთავად საუკეთესო ჯაშუშები იქნებოდნენ. ასე რომ, მათი თანდასწრებით ბევრს ნუ ილაპარაკებთ.

რესტორანში პინგვინები მოგვემსახურებოდნენ. სხვათაშორის, ძალიან მომგებიანია. მათ ფორმის ყიდვაც არ დასჭირდებოდათ, უკვე სმოკინგებში არიან.

კოალები - ჩინოვნიკები იქნებოდნენ. ისინი სახელმწიფოს ძილის და ჭამისგან თავისუფალ დროს უხელმძღვანელებდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?