მსოფლიოს საუკეთესო ზოოპარკები (I ნაწილი)
მსოფლიოს საუკეთესო ზოოპარკები (I ნაწილი)
მოვლილი, ჯანმრთელი ცხოველები, არანაირი გისოსები, მხოლოდ ბუნებრივი ბარიერები: ნაკადულები, ტბორები, კლდეები და ხეები. ეს ყველაფერი ზღაპარია? არა, ეს არის თანამედროვე ზოოპარკის კონცეფცია, სადაც ცხოველები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, ხოლო ადამიანები სტუმრები არიან.


ტორონტო, კანადა

კანადის უდიდეს ზოოპარკში, ბუნებრივ პირობებთან ახლოს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოყვანილი ცხოველები ჰყავთ, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით “ტუნდრა ტრეკის” ზონა სარგებლობს, სადაც არქტიკული მგლები, მელიები, ბუები და სხვა ჩრდილოელი ცხოველები ცხოვრობენ. ხელოვნურ ბუნაგებში, ყინულებს შორის თეთრი დათვები ცხოვრობენ. ისინი ზოოპარკმა 2009 წელს შეიკედლა. ტორონტოს ზოოპარკი არაკომერციულ
ორგანიზაცია "Polar Bears Internationa"l-თან თანამშრომლობს.
ეს ორგანიზაცია თეთრი დათვების გადარჩენისთვის იბრძვის.

Zooclub

ედინბურგის ზოოპარკი. დიდი ბრიტანეთი

ეს ერთადერთი ზოოპარკია გაერთიანებული სამეფოში და ერთ-ერთი ევროპაში, სადაც კოალები ცხოვრობენ. ორი ხვადი და ერთი ძუ დროს მათთვის ნაცნობ გარემოში, ევკალიპტის დიდ ბაღში ატარებენ. ბაღები ზოოპარკის სიამაყეა. აქ შოტლანდიის სხვადასხვა სახეობის ხეების უნიკალური კოლქეციაა თავმოყრილი.

Zooclub

ვაშინგტონი, აშშ (Smithsonian National Zoological Park)

ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ზოოპარკი, რომელიც 1889 წელს გაიხსნა, როგორც სმიტსონის ინსტიტუცი, დაარსების დღიდან სამეცნიერო პროგრამებსა და გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებაზე მუშაობს. 1972 წელს აქ გიგანტური პანდები გაჩნდნენ. აი, უკვე 40 წელია, ზოოპარკის თანამშრომლები მათ ქცევას იკვლევენ. ამჟამად იქ 4 პანდა ცხოვრობს.

Zooclub

ციურიხი, შვეიცარია.

ყოველდღე შუადღის შემდეგ, თუ ამინდი საშუალებას მისცემს (ანუ, ეზოში 10 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურაა), აქ იმპერატორის პინგვინების აღლუმი ეწყობა. ანტარქტიკის ამაყი არქტიკული პინგვინები პირდაპირ ზოოპარკის ბილიკებზე მიემართებიან, სწორედ რომ დამთვალიერებლების წინ.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?