ორანგუტანგს ფეხმძიმე გოგონას დანახვისას წარმოუდგენელი რეაქცია ქონდა… (+ვიდეო)
ორანგუტანგს ფეხმძიმე გოგონას დანახვისას წარმოუდგენელი რეაქცია ქონდა… (+ვიდეო)
რა სითბოა! ორანგუტანგი ისეთი სიყვარულით განეწყო ფეხმძიმე გოგონასადმი, თვალებს არ დაუჯერებთ!

კაილი ბეტანი, 20 წლის გოგონა, მეუღლე კირანთან ერთად კოლჩესტერის ზოოპარკის ვოლიერში ორანგუტანგს აკვირდებოდა. უეცრად ერთ-ერთი ორანგუტანგი, სახელად რაჯანი, ძალიან უცნაურად მოიქცა.

“მე და ჩემი 7 თვის ფეხმძიმე ცოლი კოლჩესტერის ზოოპარკში ვიყავით. ორანგუტანგების ვოლიერს რომ მივუახლოვდით, ერთ-ერთი ძალიან ახლოს მოვიდა მინასთან და თითქოს ჩემი მეუღლის მუცელი შეუყვარდა. ეს ისეთი ამაღელვებელი და ამავდროულად, ცოტა სევდიანიც იყო. მას თვალზე ცრემლიც კი ჩამოუგორდა”, - წერს კირანი.

კლიპი ზამთარში გადაიღეს, თუმცა, სოცქსელში აქტიურად ახლა
გავრცელდა. ბავშვი მარტში დაიბადა. მას ბრუკი დაარქვეს. როგორც კი გოგონა 6 თვის გახდა, კაილმა და
კირანმა გადაწყვიტეს, ის ზოოპარკში მიეყვანათ და რაჯანისთვის გაეცნოთ.

აღმოჩნდა, რომ ორანგუტანგის დედა მაშინ მოკვდა, როდესაც რაჯანი 2 თვის იყო, ასე რომ ის მოხალისეებმა ხელოვნურად გაზარდეს, შემდეგ კი გადაიყვანეს კოლჩესტერის ზოოპარკში, სადაც ახლაც იმყოფება.

ეს რა იყო? დამთხვევა? თუ ორანგუტანგმა ნამდვილად იგრძნო, რომ მინის იქით პატარა სიცოცხლე ისახებოდა? ეს უცნობია, მაგრამ მაინც საოცარია! მსგავსი არასოდეს მომხდარა და უცნაურია, რომ მაიმუნს გრძნობების ასეთი დემონსტრაცია შეუძლია!

ამის ყურება შეუძლებელია სითბოს გარეშე! ეს ყველაფერი ცრემლებამდე მგრძნობიარე იყო! ამის ნახვა ნამდვილად ღირს!

იხილეთ ვიდეო
102010 -s
გეთანხმებით და ზუსტად მივხვდი რისი თქმაც გსურთ!
102010
ახლა ეს ცხოველია და ქალი,რომელიც ე,წ.უკანონო შვილიშვილს არ ინდომებს ის ადამიანია?არა საყვარელ მაიმუნებს იმ უტვინოს როგორ ვადრი..
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?