კოიოტის ლეკვი დახმარების სათხოვნელად თავად მივიდა ადამიანებთან
კოიოტის ლეკვი დახმარების სათხოვნელად თავად მივიდა ადამიანებთან
როდესაც "პრინცესა" იპოვეს, იმდენად საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ თავიდან ვერ გაარკვიეს, რა სახეობის ცხოველი იყო.

"გული საშინელ მდგომარეობაში მქონდა", - წერს შეროლ ბერტოცი სოციალურ ქსელში, რომელმაც პრინცესა იპოვა. ის სადარბაზოში დაახლოებით ოთხი საათი იწვა. ბერტოცი ცხოველის დახმარებისთვის ორგანიზაცია City of Folsom Animal Services-ს დაუკავშირდა.

"თავიდან გვეგონა, რომ ის ასაკოვანი, ავადმყოფი ძაღლი იყო", - წერს ორგანიზაციის თანამშრომელი.

Zooclub

სპეციალისტების დაკვირვების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ის პატარა კოიოტი იყო, რომელსაც მუნის მძიმე ფორმა ჰქონდა.

Zooclub

ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უმწეო ცხოველს დახმარებოდნენ.

Zooclub

საბოლოო მიზანი პრინცესას გამოჯანმრთელება და ველურ ბუნებაში დაბრუნება იყო.

Zooclub

"პრინცესა ორი კოიოტის ლეკვთან ერთად მოვათავსეთ.
ისინი მალევე დამეგობრდნენ."

Zooclub

ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა.

Zooclub

მისი ველურ ბუნებაში დაბრუნების დროც მოვიდა.

Zooclub

სამივე კოიოტი ველურ ბუნებას სიხარულით შეხვდა.

Zooclub

ცხოველები  ტყის სიღრმეში ერთად გაუჩინარდნენ.

ასევე იხილეთ:

როცა ისინი ერთმანეთს 20 წლის შემდეგ შეხვდნენ, შიმპანზემ გაიხსენა ყველაფერი, რაც ამ ქალს მისთვის გაუკეთები

ბუ მადლობის ნიშნად ეხუტება ადამიანს, რომელმაც ის გადაარჩინ

გადარჩენილმა სელაპმა ველურ ბუნებაში დარჩენას, ადამიანებთან ყოფნა ამჯობინ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?